არ დაკარგოთ მომენტები და საყვარელი ადამიანები..
31, Kutaisi, Gruusia

მე-9 კლასი
იგი მერხის გვერდით იდგა დანაღვლიანებული სახით. მივედი და ვკითხე, თუ რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ მათემატიკას ვერ აკეთებს, რათქმაუნდა დახმარება შევთავაზე. გამიღიმა, ლოყაზე მაკოცა და მითრა, რომ საუკეთესო მეგობარი ვარ. მე კი მეშინია ვუთხრა, რომ მიყვარს...

მე-10 კლასი
დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა. შეყვარებულმა მიატოვა და მარტო ყოფნა არ უნდა. ვიჯექით და ფილმს ვუყურებდით, მოგვიანებით როცა დასაწოლად მიდიოდა, ლოყაზე მაკოცა და მითხრა, რომ საუკეთესო მეგობარი ვარ დედამიწაზე. მე კი მიყვარს იგი, მაგრამ მეშინია ამის თქმა...

მე-11 კლასი
ჩემთან მოვიდა და გამოსაშვებ საღამოზე მასთან ერთად წასვლა მთხოვა, მისი შეყვარებული ავადაა, მარტო წასვლა კი არ უნდა. მე დავთანხმდი. ლოყაზე მაკოცა და მითხრა, რომ საუკეთესო მეგობარი ვარ დედამიწაზე. მე კი მიყვარს იგი, მაგრამ მეშინია ამის თქმა...

5 აგვისტო
ჩემთან მოირბინა, ლოყაზე მაკოცა და მითხრა, რომ საუკეთესო მეგობარი ვარ დედამიწაზე... აი საკურთხევლისკენ მიემართება... ძალიან ლამაზია საქორწინო კაბაში... იმედი მაქვს, უყვარს იგი, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს, იმიტომ რომ მიყვარს იგი, მაგრამ მეშინია ამის თქმა, მეშინია არ დავკარგო!...

მრავალი წელი გავიდა
მე ვიდექი დასაფლავებაზე. მრავალი წელი გავიდა, მე კი მაინც მიყვარს იგი... მის ნივთებს ვალაგებდი, ვიპოვე პირადი დღიური და ერთადერთი ფრაზა წავიკითხე: "იგი საუკეთესო მეგობარია დედამიწაზე, მის გარდა ვერავინ ვერ მიგებს! რამდენჯერ დამეხმარა.. მამშვიდებდა როცა ვინმეს დავშორდებოდი, გამოსაშვებ საღამოზეც მასთან ერთად ვიყავი... ძალიან მიყვარს, მაგრამ მეშინია ამის თქმა, მეშინია არ დავკარგო..."

მათი ბედნიერებისთვის საჭირო იყო რომელიმეს მხოლოდ სამი სიტყვა ეთქვა...
არ დაკარგოთ მომენტები და საყვარელი ადამიანები..(ეცადეთ მაინც...)

19 vaatamisi
 
Kommentaarid
Nicky 13.06.2014

Dzaliam emociuria..

ჯინჯერი ჯინჯერი 14.06.2014

getanxmebi :)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.