gTxovT davexmaroT visac risi saSualeba gvaqvs..:(
67, Tbilisi, Gruusia

ნიკა მახვილაძის დასახმარებლად ხვალ ამხანაგური მატჩი გაიმართება
10:29 17-06-2012
ნიკა მახვილაძის დასახმარებლად ხვალ ამხანაგური მატჩი გაიმართება ფალიაშვილის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ნიკა მახვილაძის დასახმარებლად ხვალ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და "თსუ"-ს შორის მინი-ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართება. თამაში სპორტ-კომპლექს "არენაში" შედგება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაზარალებულის დედამ, ხათუნა გუშარაშვილმა აცნობა, 22 წლის ახალგაზრდა მკერდს ქვემოთაა მოწყვეტილი, ლოგინადაა ჩავარდნილი და ეტლში ჯდომაც უჭირს. მას ესაჭიროება სასწრაფო სარეაბილიტაციო კურსი თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, კლინიკა CIBADEM-ში, სადაც ორკვირიანი კურსი 20 000 აშშ დოლარი ჯდება.
"მოგმართავთ კომპანიებს, თუ ინებებთ, მცირედით მაინც თქვენც დაგვეხმაროთ და ამ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობა მიიღოთ. ეს მატჩი ტელევიზიების ("რუსთავი 2", "პირველი არხი", "იმედი") საშუალებით გაშუქდება. ჩვენც, ჩვენი მხრიდან, კომპანიას, რომელიც დახმრების სურვილს გამოთქვამს, ტელევიზიების საშუალებით მადლობას გადავუხდით ან მათი სურვილისამებრ, მაისურებზე, რომელიც ამ მატში მონაწილე ფეხბურთელებს ეცმევათ, ლოგოს გავაკეთებთ. ღონისძიებაში გვერდში გვიდგას კომპანია "ნატახტარიც". გთხოვთ, თქვენც მცირედით მაინც დაგვეხმაროთ", - აცხადებს ნიკა მახვილაძის დედა ხათუნა გუშარაშვილი.
ნიკა მახვილაძე მიმდინარე წლის 13 თებერვალს ფალიაშვილის ქუჩაზე, კლუბ "სენატში" მის მეგობარსა და კლუბში მყოფი ახალგაზრდების შელაპარაკებების შემდეგ დაჭრეს. გასროლილი ტყვია მას ხელხემალსა და ფილტვში მოხვდა.

0 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.