სიყვარული უდიდესი ნიჭია...
24, Batumi, Gruusia

სიყვარული უდიდესი ნიჭია ადამიანში უფლისაგან ბოძებული,ამაზე დიდი და ფასეული ადამიანში არაფერია,მას ვერანაირი სხვა ნიჭი ვერ აღემათება,სიყვარულის ნიჭი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია,რითაც უფალი ასაჩუქრებს ადამიანს.


იგი წრფელია და მხოლოდ სიკეთეს ბადებს.სიყვარულით ადამიანი მთელს თავის არსებას უძღვნის მისთვის რჩეულ ადამიანს,ყველაზე ამაღლებულ გრძნობას სთავაზობს და ამას ვერანაირი მდიდარი საჩუქრები თუ მსგავსი მათერიალური ღირებულებები ვერ გადასწონის.საცოდავი და უბადრუკია ადამიანი,ვინც ამ უდიდეს საჩუქარს მისადმი მიძღვნილს ადამიანისაგან ვერ დააფასებს,ვერ დაინახავს,ვერ ჩაწვდება,ორთავე ხელს არ ჩასჭიდებს და გულით არ ათარებს,როგორც ყველაზე დიდ საუნჯეს.საცოდავი და უბადრუკია,ვინც მსგავს სიყვარულს უარყოფს თუნდაც უცოდინრობით,სულ ერთია მაინც ვერ გაიგებს მის ფასს,საცოდავი და უბადრუკია,როცა არ იბრძოლებს რომ ბოლომდე დაიცვას ის და ხელიდან არ გამოეცალოს.

არაფერი არ უნდა ინათრო ადამიანმა ამქვეყნად სხვა სიმდიდრე,სხვა ფასეულობა,სხვა სილამაზე,იმაზე მეთი,როცა ხედავ რომ ცხოვრებაში რასაც შენ გიძღვნიან ამაზე მეთს ვერასოდეს მიაგწევ...ვინც ამ სიყვარულს ვერ აფასებს მას ის წაერთმევა უკან იმისაგან ვინც ამხელა საჩუქარი მიუძღვნა მას და გვიან ხვდებიან რა დაკარგეს,წართმეული კი უკან აღარ ბრუნდება,სხვა ღირსეულს გადაეცემა და მხოლოდ მან იცის რამხელა საუნჯით დასაჩუქრდა.ასეთი ადამიანი სიცოცხლეს დათმობს ვიდრე ეს საუნჯე დათმოს და ვერ დააფასოს...

მე ასე მწამს და მჯერა და ამ აზრს ვერც ვერაფერი შემაცვლევინებს...

2 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.