მე პოეტური სიყვარულით მიყვარს!!!
29, Tbilisi, Gruusia

არასოდეს მიცდია ბედი იმაში რასაც ახლა ვაკეთებ,არასდროს შევჭიდებივარ იმას რასაც ეხლა ვეჭიდები.ვწერ და არვიცი რას ვწერ უბრალოდ გულის კარნახით მივყვები მისსავე დინებას და ვცდილობ სიტყვებით გადმოვცე ის რისი გადმოცემაც სიტყვებით ძნელია...

შემეყარა უკურნებელი სენი რომელიც ჩემდაუნებურად დაეუფლა ჩემს გულს და აკონტროლებს მას სრული 100%_იანი განაკვეთით...სენი რომელიც არაძლევს ტვინს საშვალებას იფიქროს და იმოქმედოს დამოუკიდებლად,ეს სენი დაეუფლა მთელს ჩემს სხეულს სულის გავლით გულამდე და აკონტროლებს ყოველ მიკრონს...

დავსნეულდი...

მაგრამ ბედნიერი ვარ,შევხარი ამ ზოგისთვის სატანჯველ ცხოვრებას მიხარია რომ ვარსებობ...

ცხოვრება მშვენიერია...

ალბათ გიკვირთ და ასეც უნდა იყოს,ის უფრო გასაკვირი იქნებოდა რომ არ გაგკვირვებოდათ,კითხვა დაგებადათ არა?!

როგორ შეიდძლება გიხაროდეს როდესაც იცი რომ დასნეულდი უკურნებელი სენით!

არ დაგწყევლით და გისურვებთ თქვენც იგრძნოთ და განიცადოთ ეს ბედნიერება...

მე პოეტური სიყვარულით მიყვარს!!!არ გავკადნიერდები მაგრამ კიდევ ერთხელ და ათი ათასჯერ გავიმეორებ რომ

მე პოეტური სიყვარულით მიყვარს!!!

არც ვიცი ვინ რატომ და რისთვის მაგრამ მიყვარს მიყვარს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე წუთიდან წუთამდე წამიდან წამამდე სულ მიყვარს გესმით სულ!!!

იქნებ ეს სიგიჟეა და მე მართლაც რომ გავგიჟდი მაგრამ გიჟსაც კი მიყვარს ესეიგი სიყვარული გიჟებსაც შეგვიძლია და ისევ გავიმეორებ

მე პოეტური სიყვარულით მიყვარს!!!

არვიცი ვინარის სადან მოსული საით მიდის,არვიცი რა უყვარს რითი ერთობა რა მუსიკას უსმენს,რას კითხულობს ისიც კი არვიცი ახლა რასაკეთებს ეგეც არაფერი ვაი რომ არასდროს მომიკრავს თვალი არასოდეს მინახავს გულში არასდროს ჩამიკრავს არ მიგრძვნია მისი სურნელი არც კიშევხებივარ...და თვალზე ცრემლი მადგება როცა ვგრძნობ რა უბედური ვყოფილვარ რომ ეს არ განმიცდია...

მაგრამ!

მე მაინც ბედნიერი ვარ

მე ხომ პოეტური სიყვარულით მიყვარს

შორეულ სიზმრებში იქ სადაც ახლაც დადის ლეგენდები რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულზე იქ სადაც კვაზიმოდოს ესმერალდა ახლაც უყვარს იქ სადაც დონკიხოტი დულსინეას დაეძებს აი მანდ მე ბედნიერი ვარ ბედნიერი ვარ რადგან სწორედ აქ ვხვდები ჩემს იდუმალ სატრფოს სწორედ აქ ვგრძნობ იმას რასაც ვერ სინამდვილეში აქ ვივსებ იმ დანაკარგს რასაც ვერ...

და მაინც ვერ!!!

არა მე მაინც ბედნიერი ვარ

მე ხომ პოეტური სიყვარულით მიყვარხარ!!!

სხვისი აზრი რამდენად მხატვულადაა შესრულებული არმაინტერესებს გულით დავწერე

9 vaatamisi
 
Kommentaarid
KaeShan1 11.11.2012

vamayob shenit *YES*

Dane Dane 11.11.2012

me shenit bednieri var rom shen arsebob

KaeShan1 11.11.2012

*YAHOO* ვინ არისსს ის გოგო მითხარიიი

Dane Dane 11.11.2012

me bednieri var:P

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.