აღმაშენებლის გორგასლის და სააკაძის ქვეყანაში ბოზობა მილიონისთვის სამარცხვინო საქციელია
29, Tbilisi, Gruusia

მილიონს კაპიკი რომ მოაკლო მილიონი აღარ არისო,ხოდა მეც მომინდა გავმხდაიყავი თუნდაც კაპიკ ნაკლული მილიონერი...თავიდან ეს არცისე ადვილი მეგონა მაგრამ როცა ასაკი მომემატა და აგერ უკვე 19 წლის გავხდი მივხვდი რომ ეს ჩემი მიზანი არც ისე ადვილი მისახწევი იყო...ნუ ჩემი და ჩემი ქვეყნის „გაბარიტებიდან“ გამომდინარე ამ მიზნის მისაღწევად ორი გზა მქონდა ან ჯეკპოტი უნდა მომეგო რასაც „საქართველოს ლატარიის კომპანია“ მე როდი მიმიზნებდა ან კაცობისთვის თავი დამენებებინა და არაკაცობა ანუ ბოზობა დამეწყო...


ცდა ბედის მონახევრეაო და ჯეკპოტის მოლოდინში უამრავი 2 ლარიანი შევალიე ბილეთებს რომლებშიც ჯეკპოტი კი არა ის 2 ლარიც არასდროს მომიგია რომელსაც ვაგებდი,ნუ რასვიზამდი თავის მოკვლა ამისათვის ნამეტნავად უაზრო აზრად მომეჩვენა და იქედან გამომდინარე რომ საქართველოს შვილი ვიყავი იმ ქვეყნის რომლის დასაცავადაც უამრავმა გმირმა თავისი სიცოცხლე დათმო რომ სამშობლო გადაერჩინათ არც მეორე გზისკენ მიმიწევდა გული.აღმაშენებლის გორგასლის და სააკაძის ქვეყანაში ბოზობა მილიონისთვის სამარცხვინო საქციელად მივიჩნიე და იმ კაპიკს დავჯერდი რომლის მოკლებაც მილიონერს მილიონერობას აკარგვინებს...

ისე როდესაც დავფიქრდი დავასკვენი რომ ის კაპიკი უფრო დასაფასებელი და საგულისხმოა ვიდრე დანარჩენი 999 999 ლარი და 99 თეთრი რადგან თავიდან იმ კაპიკის მოკლება ძნელდება თორე დანარჩენი შხუილ შხუილით მიდის ჯიბიდან თუ საბანკო ანგარიშდან.

როცა ყველა გზა ვცადე მაგრამ მილიონი არსაიდან მეჯღანებოდა,საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მილიონერობანას თავი დავანებე და ოცნება დავიწყე

წამოვწვებოდი ასე პაპისეულ ტახტზე გულაღმა და თეთრ რაშზე ამხედრებული მივექანებოდი მარადმწვანე ველებზე ვთელავდი უცხო და მართლაც საუცხოო ტრამალებს ჩემი რაშით იმ იმედით რომ ვინმე ქერათმიან ზღაპრულ პრინცესას ვიპოვნიდი ჩემი კოცნით გამოვაღვიძებდი მამამისის სიკვდილის შემდეგ მთელს სამეფოს სათავეში ჩავუდგებოდი და ჩემს პრინცესასთან ერთად სიკვდილამდე ბედნიერი ვიქნებოდი მაგრამ ყველაფერში ბედი გინდა კაცს ყველა ასეთ სიზმარში ირინა სარიშვილზე უკეთესი პრინცესა ვერ გავიმეტე საკუთარი თავისთვის...

მივხვდი რომ არც ეს იყო ჩემი საქმე და ფიქრი დავიწყე იმაზე თუ რა უნდა მეკეთებინა მთელი ცხოვრება,ასე უსაქმოდ ვიღა მაჭმევდა პურს,ვინ გადაიხდიდა ინტერნეტის გადასახადს ვინ მომცემდა სიგარეტის ფულს მე ხომ უკვე დიდი ბიჭი ვიყავი ვეებერთელა ქალაქში მარტო,სტუდენტური ბარათის თიბისი ბანკის credit card_ის და პირადობის მოწმობის ამარა რომელსაც ზედვე ეწერა რომ სტუდენტი ვიყავი...

გზა და კვალი არსად ჩანდა ყვითელი ავტობუსებიც გაფიცულიყვნენ და მომიწევდა სამარშუტო ტაქსის მძღოლისთვის ბელტივით 80 კაპიკის გადახდა...

80 კ ა პ ი კ ი ? ? ? ! ! !

მოდი კვლავ თავდაპირველ თემას დავუბრუნდეთ თუ მე იმდენი საშვალება მქონდა რომ 80 თეთრი სამარშუტო ტაქსიში გადამეხადა ესეიგი მთლად წყალწაღებულიც არვიყავი და ახლოს ვიყავი მიზანთან რომელიც 8წლის ასაკში დავისახე და ამ დრომდე მღრღნიდა შიგნიდან,თუ იმ 1კაპიკის მოკლება ჭირს თორე დანარჩენი მიდის შხუილ შხუილით საპირისპიროდაც ეგრე უნდა ყოფილიყო ანუ საწყისი 80 კაპიკი ნაშოვნი იყო და უნდა დავლოდებულიყავი როდის წავიდოდა შხუილით დანარჩენი და სწორედ ამ პროცესში ვარ ახლაც ვწერ და თან ველი როდის გაივსება ჩემი მილიონიანი ყულაბა...საწყისი 80 კაპეკი და კიდო მანეთი უკვე ნაშოვნია დანარჩენი ჩემი შრომით და ბიძინას ნებით როგორღაც გაივსება და ასრულდება ჩემი ბავშვობის „მიზანი“ ოცნებებზე ფიქრიც გულს მირევს უკვე...

ჩემი მილიონის შოვნამდე არაფერი გეტკინოთ ღმერთი თქვენსკენ როგორც რადიო არ დაიდარდოზე იტყვიან ხოლმე ჩემო ჩემიანებო!!!

გასართობად დავწერე ნუ გამაკრიტიკებთ

9 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.