მოსაწყენი ჩანაწერი! :))
29, Tbilisi, Gruusia

პლანეტა დედამიწა

უკვე ზედიზედ რამოდენიმე წელია გაუსაძლისი ხდება აქ "ცხოვრება"...
ცხოვრება იმიტომ რომ ასე ჰქვია ჩემს ენაზე,იმ ყოფით მდგომარეობას როდესაც თუნდაც სუნთქავ და მეტი არაფერი.თორემ სხვა საღ ჭკუაზე მყოფი საშუალო ფენის ევროპელი ამას ყოფნა არყოფნას შორის არსებულ შუალედს უწოდებდა რომელი გარკვეულწილად მაინც არყოფნისკენ იხრება ...
ერთადერთი რაც არ მაკლია, არის "საფიქრალი" ათას თუმცა რაღა ათას,მილიონ სხვადასხვა სახის პრობლემაზე,რომელიც შემდგომ ერთ დიდ,მასიურ ფიქრში თავსდება და მიდის დასკვნამდე,რომ გამოსავალი არყოფნაშია,ანუ?ზემოთ ნახსენები ყოფითი მდგომარეობის "სიცოცხლის" ნაადრევად მოკვდინებასა და პარალელურ სამყაროში გადაბარგებაში,რაც თავის მხრივ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ დაახლოებით იგივეა რაც თვითმკვლელობა! აქაც ვაწყდებით რამოდენიმე უზუსტობას,მოდი დავაზუსტოთ.
ფაქტი რომ ზემოთხსენებული დიდი საფიქრალის შედეგად მივდივარ დასკვნამდე,რაც მიზნად ისახავს ყოფითი მდგომარეობის არყოფნაში გადაბარგებას არის მოქმედება რომლის სისრულეში მოყვანის შემდეგ გიწოდებენ თვითმკვლელს,ხოლო თვითონ ფაქტს თვითმკვლელობას...
ეს სტანდარტულ სიტუაციაში,როდესაც რაიმე ფაქტის ზემოქმედების შედეგად ხდება მსგავსი ქმედება,მაგალითად:დიდძალი თანხის აზარტული თამაშებში წაგებით,შეყვარებულს დაშორებით,ცოლის გაბოზებით,შვილის გამოთხოვებით,ბიზნესში წარუმატებლობით,ვალდებულებათა შეუსრულებლობით და ასე შემდეგ...მაგრამ არსებობს სიტუაცია რომელიც არც ერთ ზემოთხსენებულს ფაქტს არ უკავშირდება და მეტიც,შეიძლება ითქვას რომ არასტანდარტული მკვლელობაც კია ფაქტობრივი მკვლელლის გარეშე რაც თავისმხრივ მაინც თვითმკვლელობის ელფერს სძენს მომხდარს და არასამართლიანი განაჩენი გამოაქვს "დაზარალებულისთვის" რომელიც შეიძლება დამნაშავედაც კი მიიჩნიონ და გამოყკევებულია რა გააკეთას იარლიყიც მიაწებონ!
ეს "არასტანდარტული სიტუაციაა" სწორედ ჩემი ამ მონოლოგის თუ ჩანაწერის მიზეზიც,ანუ:სიტუაცია როდესაც "ცხორება" ყოფნა არყოფნის ზღვარს არყოფნისაკენ გადააბიჯებს და დაუსრულებლად მიექანება უფსკრულისკენ,არ გაძლევს შანსს გამოასწორო ის რაც თავად დაგმართა და შეცვალო კურსი რომლისკენაც თავად გიბიძგა,მიგითრევს იქ საიდანაც არ ბრუნდებიან თუმცა ისე რომ ყოველი წამი მისთვის უმნიშვნელოდ შენთვის კი საშინლად მნიშვნელოვან ტკივილთან ასოცირდება და იძულებულს გხდის წამების შესამსუბუქებლად თავადვე გამოიტანო განაჩენი,საბოლოო თუმცა შვების მომგვრელი...
არვიცი შვებას მოგგვრის თუ არა იმ ქვეყნად ან არსებობს თუ არა ის სამყარო საერთოდ,თუმცა როდესაც ესეთ მარწუხებში გაქცევს "ცხოვრება" ფიქრი უკვე დამატებითი სატკივარია და ცდილობ გააკეთო ის რაც იმ მომენტში გეჩვენება საუკეთესოდ,ან ეს უბრალოდ ინსტიქტია შეიმსუბუქო ტკივილი.საბოლოო ჯამში კი მივდივართ იმ დასკვნამდე,ნუ პირადად მე ასე ვფიქრობ,რომ ეს მკვლელობაა,რომელსაც უშუალო ბრალდებულის არყოლის გამო სისხლის სამართლის კოდექსის ვერც ერთი მუხლით ვერ განსჯი და მაშასადამე ვერც გაასამართლებ თუმცა სუფთა ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით,როგორც მინიმუმ უთანაგრძნობ მაინც,რათა მკვლელად,თუნდაც საკუთარი სიცოცხლისა,არ შერაცხო და არც დაადანაშაულო ხოლო ასეთი სახის ცხოვრებაზე მინიმუმ მცირე წარმოდგენას შეიქმნი და თუ ხმამაღლა არა შენსავე გულში მაინც გაიფიქრებს "არა რა მართლა უსამართლოა ეს დედამოტყნული" მერე საკუთარი 2 წლის პატარას (სიტყვაზე ქეთი) ტირილს გაიგონებ,მიხვალ ხელში აიყვან,მოეფერები დაამშვიდებ და გადაერთვები საკუთარ,უფრო მცირემაშსტაბიან პრობლემებზე რომლებიც ახლა არ გაძლევენ მოსვენებას,თუმცა ეს ყველაფერი მანამ სანამ შენც არ მიხვალ ჩემს დონემდე და ეს მცირე მასშტაბიანი პრობლემუკები დიდ პრობლემად არ გადაგექცევათ...
ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ და ნუ იფიქრებთ რომ რომელიმეს გისურვებთ იგივეს,არაფრის დიდებით! მე უბრალოდ მინდა გითხრათ,თქვენზე უზომოდ შეყვარებულმა ჯერ კიდევ ცოცხალმა ახალგაზრდა 21წლის მამაკაცმა რომელიც ჯერ არსად უპოვიათ,ერთმანეთს გვერდით დაუდექით ყველგან და ყოველთვის,არ აქციოთ ზურგი როცა უჭირს,არმისცეთ დრო და საშუალება სიკვდილმა აჯობოს და ყოველი წამით აგრძნობინეთ,რომ მიუხედავად ყველაფრისა მაინც ძვირფასია თქვენთვის,ფულიანიც და უფულოც,ლამაზიც და მახინჯიც,ნორმალურიც და არანორმალურიც,ქალიშვილიც და უკვე მოსწრებულიც,გათხობილიც და გაუთხოვარიც,მთვარიც და ფხიზელიც,წაგებულიც და მოგებულიც,უჟმურიც და ხალისიანიც.აკოცეთ,ჩაეხუტეთ,მოეფერეთ,ხელები მოხვიეთ და ერთად დაამარცხეთ დაავადებაც,დამოკიდებულებაც,ბოროტებაც და ბოლო-ბოლო სიკვდილს არმისცეთ უფლება ერთმანეთი წაგართვათ!
თუ რომელიმე თქვენგანი აქამდე მოვიდა,წარმოიდგინეთ რომ მეც თქვენთან ერთად მთელი ძალით ვეჭიდები უკანასკნელ მოაჯირს რომლის იქეთაც აღარაფერია და გეხმარებით ერთად ამოვათრიოთ უსასრულობას გამცდარი მორიგი მსხვერპლი,დამნაშავისა.რომელსაც ნაძალადევი,უაზრო და საშინელი ცხოვრება ქვია...

7 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.