იმდენი გელოდე
37, Tbilisi, Gruusia

იმდენად უფერო ცა იყო,თვალებში სილურჯე მორცხვობდა,ისეთი უთქმელი დღე იყო,თტკივილის ხმაურიც მომწონდა!

არავინ არ იყო სივრცეში,თვალების არ მსურდა გახელა,ყოველთვის იყავ და არც იყავ!..მომბეზრდა გრძზნობების გამხელა..
ვიღაცას უყვარდი-გიყვარდა,და მაინც სულელი გელოდი,შორს სევდის უკრავდა მუსიკა,მეც მისი ნაწილი ვმღეროდი..
თვალებმა გამკიცხეს სისველით,ცრებლები ხაზავდნენ წარსულებს,არ ვიცი ამ გრდზნობის მიზეზი,თუმც მისი თარეში მასრულებს..
ცა ელვის მარწუხმა ამწუხრა,და მორცხვად მაახლა სისველე,მე შენში დავდივარ ამ წუთსაც,სადა ხარ?!..მიშველე!..მიშველე!
მგონია ლოდინიც მომწყურდა,იმედმა დაუშვა აფრები,დგეს უფრო ახლოა ზეცა და მეც ზეცის დუმილთან დავთვრები!..
შენ იყავ ისეთი შორი რომ..დროებამ დროება გაცვითა,იმდენი გელოდე იმდენ ხანს,რომ გული სხეულში გაცივდა!

4 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.