"დაგვიანებული აღსარება"
37, Tbilisi, Gruusia

მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი,

ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი.
მაქვს უამრავი დანაშაული
მინდა თუ არა,გვერდს ვერ აუვლი..

უპირველესად ცოდვა მაქ დედის,
აი,მიზეზი ცრემლის და სევდის.
ვერ მოვეფერე,როცა დაბერდა
როცა მიცდიდა ღია სარკმელთან..

გათენებამდე ტანჯვით მელოდა,
ლოდინი გახდა მისი ხელობა..
მე სხვაგან ლაღი და სიტყვაუხვი,
დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი..


იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის,
გასამართლებლად აბა რა მეთქმის?!.
მაგრამ მე მაშინ ვერ ვგრძნობდი ამას,
იგივეს ვეტყვი დაღუპულ მამას..

მეგონა მუდამ იქნება ასე.
რამდენჯერ შევცდი ცხოვრების გზაზე.
აკი გითხარით ცოდვა მაქ ბევრი
ამიტომაც მდის მდუღარე ცრემლი..

მონანიება შორი გზით მოდის,
ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს
მაგრამ ვაი ,რომ არის გვიანი,
რა მწარედ ცდება ადამიანი.........
აი,ამიტომაც მოგმართავთ ყველას,
სანამ დრო არის,ეფერეთ მშობლებს!

მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ გყავთ,
იქ,რომ დაადგეთ სხივი ნათელი,
ნუ დაიზარებთ,დედ-მამისათვის,
დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი!


ავტორი: მერაბ ბერაძე

3 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.