Kasutaja tamrii päevik

tamrii
56, Kutaisi, Gruusia

http://www.youtube.com/watch?v=io0uqrp9dco


თმა ნათავთუხარი შუადღის ხანძარი,


ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ,


სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი,


თვალები ცისფერი,ცისფერი უძირო.


გონგადაკლული როდესაც გიყურებ,


მხიბლავს ბოტიჩელის შუქ-ჩრდილთა ამოდ ქმნა,


რომელმა ვარსკვლავმა აგინთო შუქურა,


ან რა დიდოსტატის ყალამმა ჩამოგქნა.


წამს გაოგნებისას ნეტა თუ ენება


მზერას გამოსტაცოს ფარული გულის ხმა.


შენს ხატზე ვილოცებ,თუკი ეგ მშვენება


არის აჟღერება შენეულ სულისა.


მაგ დათლილ ნაკვთებთან სიმრუშის აღრევა


რა საკადრისია,რა მოსატანია,


წმინდა ჰარმონიის ვაგლახ დარღვევა


გონების მახვილთვალს ვერ აუტანია.


უსიერ წყვდიადის სიტურფით მპობელო,


ძნელია მაგგვარი გათიშვის ატანა,


იყავ უმაღლესი ზნეობის მპყრობელი


მშვენების მისხალსაც ნუ მისცემ სატანას.


მრუდე განვირიდე ფიქრების ნაკადი,


მაგ ქართველ ქალობის ხელყოფას ვშიშობდი,


შენს მაღალ მშვენებას,დედოფლის საკადრისს,


სულის სისპეტაკე…


  "ეს ცხოვრება ისედაც თამაშია.სურვილიც არასოდეს მქონია ვითამაშო...უამრავი შესაძლებლობაა სიკეთე აკეთო.სიცოცხლე იმდენად ლამაზია,თუ ამ სილამაზეს ვერ ვამჩნევთ,ისევ ჩვენი ბრალია.
   ადამიანების ურთიერთობა მთელი ფილოსოფიაა,ხელოვნებაა.ადამიანებისგან ვსწავლობ და ეს მალაღებს.ჩემი ამ ქვეყნად მოსვლსა მინდა გავამართლო.ვცდილობ ნეიტრალური არ ვიყო.არაფერი არ მინდა გამომრჩეს...
  ზოგჯერ ვგრძნობ ,რომ ჩემი თავი მეკარგება.ასეთ დროს ცოტა "შემოვულაწუნებ "
ხოლმე საკუთარ თავს.
  ისე კი,დილით გაღვიძებისას"ვლაგდები".მე მაქვს "თარო"რომელზეც მიწყვია ჩემი გრძნობები,ემოციები,გეგმები.მთავარია აკეთო ის რაც გინდა და აკეთო ლამაზად,გულით და სიყვარულით,რაც მთავარია -ღირსეულად.
  თუ გჭორავენ ე.ი.ყურადღების ცენტრში ხარ...
  ქალი აუცილებლად ღირსეული უნდა იყოს.მხოლოდ ზნეობაში არ გამოიხატება ქალურობა.ის  უფრო ფართო მცნებაა და მოიცავს ქალის ყველა კომპონენტს.ამბობენ ჭკვიანი ქალები,ბედნიერები არ არიანო.ლამაზი და სულელი  ქალი ჩემთვის მიუღებელია.აი ,მამაკაცებს კი ჭკვიან ქალებთან ურთიერთობა უჭირთ.ქალს შინაგანი ბარომეტრი უნდა ჰქონდეს მკვეთრად გამოხატული- წითელი,რათა ქალური ღირსება არ დაკარგოს და მაქსიმალურ ზღვარს არ გადააცილოს."
 


27.01.2009

"გულო ოცნებას მალავ ,
ცაო,ლურჯდება ზოლი.
ვაჟი: -დაიცა,ქალავ?
ქალი: -დაგიბრმა თოლი?
შორით ბრუნდება წყალი,
ნისლი იცრება მთაში,
-არა,-ჩურჩულებს  ქალი.
-კარგი!-ამშვიდებს ვაჟი.
გულო ოცნებას მალავ,
ცაო,ლურჯდება ზოლი,
ისევ: -დაიცა ქალავ!
ისევ: -დაგიბრმა თოლი!"
                      გალაკტიონი


31.01.2009

"იმედი რომ არა...
რაღაცის იმედი...
თუნდაც მზის ამოსვლის ძალა
რაღაცის ხალისი...
ოცნება ,რომ არა-ჩემი ლექსები და ხვითო,
შენი გაღიმება რომ არა
და შენი თვალების სითბო
აპრილი რომ არა-იების სინაზე
მინდვრის ყვავილების ვადო,
ვიღაცას უყვარხარ
ვიღაცა გადარდებს
ვიღაცა უსაშველოდ გნატრობს...
იმედი რომ არა...ოცნება რომ არა
თქვი გვეშველებოდა განა?"
                                     ნოდარ დუმბაძე


"იქ ,სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ სადაც სდუმან პირამიდები,შენ მომინდები.
შენი თვალები,შენი მკლავები,შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი,არაბული,თვალებდანამული.
საყვარელ ხელებს მივეცემი,როგორც ნაზ საწოლს,
და მე დამკოცნი,ვით დედოფალს ვით მხევალს და ცოლს,
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში
ლურჯ სფინქსთან მივა,
უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს,
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს"
                                      პაოლო იაშვილი


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.