Kasutaja BESO575 päevik

BESO575
24, Batumi, Gruusia

10.02.2013

მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.

აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.


მიყვარხარ ძლიერ… ძლიერ… რაც გადის დრო და ხანი,
მე უფრო მეტად მიყვარს შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ბუჩქი,ეგ თეთრი შუბლის სერი,
თვალები გიშრისფერი,ლოყები ვარდისფერი.
შენი თითები მიყვარს,ორი პატარა თათი,
ო,იცი როგორ მიყვარს ოდნავ შეხებაც მათი,
ო,იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?-
შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენი.
მე დარდიც მიყვარს შენი, შენი ღიმილიც ფართო,
მე ცრემლიც მიყვარს შენი,შენი კისკისიც მართობს,
მე შუქი მიყვარს შენი,რა არის მისი ფასი!
მე ჩრდილიც მიყვარს შენი, მზის დაბნელების მსგავსი.
მიყვარხარძლიერ,ძლიერ…მწვავს შენი ტრფობის ალი,
მიყვარხარ ძლიერ,ძლიერ…მთელი გრძნობით და ძალით…
მთელი სამყარო ვრცელი,შენით არსებობს ჩემთვის,
რაზეც კი ვფიქრობ,ყველა ფიქრს შენზე ფიქრი ერთვის.
ძილში ჩემთან ხარ სიზმრად,ფიქრში ჩემთან ხარ დღისით.
გულის ძგერის ხმა მესმის- შენი ხმა არის ისიც.
შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,
დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს…


სიყვარული უდიდესი ნიჭია ადამიანში უფლისაგან ბოძებული,ამაზე დიდი და ფასეული ადამიანში არაფერია,მას ვერანაირი სხვა ნიჭი ვერ აღემათება,სიყვარულის ნიჭი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია,რითაც უფალი ასაჩუქრებს ადამიანს.


იგი წრფელია და მხოლოდ სიკეთეს ბადებს.სიყვარულით ადამიანი მთელს თავის არსებას უძღვნის მისთვის რჩეულ ადამიანს,ყველაზე ამაღლებულ გრძნობას სთავაზობს და ამას ვერანაირი მდიდარი საჩუქრები თუ მსგავსი მათერიალური ღირებულებები ვერ გადასწონის.საცოდავი და უბადრუკია ადამიანი,ვინც ამ უდიდეს საჩუქარს მისადმი მიძღვნილს ადამიანისაგან ვერ დააფასებს,ვერ დაინახავს,ვერ ჩაწვდება,ორთავე ხელს არ ჩასჭიდებს და გულით არ ათარებს,როგორც ყველაზე დიდ საუნჯეს.საცოდავი და უბადრუკია,ვინც მსგავს სიყვარულს უარყოფს თუნდაც უცოდინრობით,სულ ერთია მაინც ვერ გაიგებს მის ფასს,საცოდავი და უბადრუკია,როცა არ იბრძოლებს რომ ბოლომდე დაიცვას ის და ხელიდან არ გამოეცალოს.

არაფერი არ უნდა…


იმ ქალს იმ ბერიკაცს გაუმარჯოს

ვისი ცხოვრების გზაც შვეულია
ვისაც არასოდეს გაუმართლა
მაინც სიხარული შეუძლია.

ვისაც იმედები პურად ყოფნის
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია.

იმ ქალს იმ ბერიკაცს გაუმარჯოს
ვისი სიმღერებიც მწუხარეა
ვისაც სიხარული გაუავრდა
სხვისი გაღიმება უხარია

ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია.

ვისაც უხარია ყველაფერი
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია.

ვისაც არასოდეს გაუავრდა
მაინც იმედებით გრძნეულია
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოა
ვისაც სიყვარული შეუძლია...


მე შეგიყვარებ ყველაზე მეტად,

მთელს ჩემ ცხოვრებას ფეხქვეშ გაგიგებ,
თაიგულს გიძღვნი ზღვის უფსკრულიდან,
ოღონდ გამიგე...ოღონდ გამიგე...

მზეს ჩამოგიტან დამწვარ ხელებით,
ყინულს დავამსხვრევ შიშველ ფეხებით,
შენთვის ვილოცებ ყოველ ცისმარე
და თუ დაგჭირდა,მტლად დაგედები.

მე შეგიყვარებ ყველაზე მეტად,
მთელს ჩემ ცხოვრებას ფეხქვეშ გაგიგებ
და თუ გსურს სულ არ გაგეკარები...
ოღონდ გამიგე...
ოღონდ გამიგე...


პირმშვენიერ ქალს ლამაზ თვალებში სევდის აჩრდილი ჩაჰბუდებოდა,
თანჯულ გულს მისთვის დაღი დაესვა და გასჩენოდა თმაში ჩაღარა.
თკივილს სულისას მისთვის მოეკლა ამქვეყნიური ბედნიერება,
"დიდ ბავშვად" რქმული სიწრფელის გამო დღეს დარჩენილი დარდის ამარა...

ჩემს გულს ჩავკითხე დავდო სიცოცხლე
მის გულს კვლავ თრფობა,ღიმილი ჩადგეს?
გული შეიძრა ,თბილად აძგერდა...
თითქოს მანიშნა პასუხიც-"აღსდექ"


ჯერ არასდროს არ შობილა ღამე ასე წყნარი,

მდუმარებით შემოსილი ოთახი და კარი,

ქროლვით მიწვევს ნოუთბუქი,ინტერნეტში მაქსოვს,

ასე ჩუმი,ასე წყნარი, გამოცდა არ მახსოვს...

წიგნი თითქოს საწოლია, ბალიშების მძივით,

და მის პლედში გახვეული მსუბუქ სიზმარივით.

მოსჩანს წიგნი და კონსპექტი,შავად მოელვარე,

ოჰ არასდროს არ შობილი ასე ნაზი ღამე.

აქ ჩემს ახლოს ივანეს ლანდს სძინავს მეფურ ძილით

აქ მწუხარე მაგიდაზე წიგნით , კოფეინით,

ეფინება ასოების კრთომა მხიარული

ჩემს მეგობრებს აქ უყვარდათ ჯგუფად სიარული...

დაე მოვკვდე გამოცდებში ნასწავლ, ჭკვიან გედად,

ოღონდ ვთქვა თუ პასტამ წიგნში როგორ ჩაიხედა,

თუ ოცნებამ ვით შეისხა ლოგინამდე ფრთები

და გაშალა ოცნებათა ლურჯი კონსპექტები.

თუ მაღლივის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს

მომაკვდავი სტუდენტების წიგნებს და კონსპექტებს

თუ როგორ ვგრძნობ რომ ტვინისთვის ამ წიგნმა აღზარდა

წარმატების გზა არ არის,…


28.10.2012

არწივი საერთოდ ლეშს არ ეკარება,როგორც არუნდა გაუჭირდეს შიმშილისაგან.მოხდა ისე რომ ძალიან შეაწუხა შიმშილმა,ვერაფერი ვერ მოინადირა.შიმშილით დასუსტებული დაფარფატობდა ჰაერში და ეძებდა რაიმე მოეხელთებინა რომ შიმშილი მოეკლა.უცებ ქვევით დაინახა რომ ლეში ეგდო და ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო,აუქროლ-ჩაუქროლებდა იმ ადგილს და ბოლოს შიმშილისგან დაძლეული დაეშვა მისკენ.ამ დროს თოფმა იგრიალა და არწივს მოხვდა იქვე ჩასაფრებული მონადირის ტყვია.სისხლისაგან დაცლილმა არწივმა თავი წამოსწია და აღმოხდა: გმადლობ ღმერთო, რომ უკადრებელი არ მაკადრებინეო.

არავის გვეკადროს უკადრებელი.თუნდაც სიკვდილის სულზე მოსწრება ღირს ამისთვის.


28.10.2012

როდესაც დარდი დაგიმართოხელებს ძნელია თითქოს,

ძნელია როცა გაყინულ ხელებს არავინ გითბობს,
ზნელია როცა მართო დააბიჯებ მზესა და ქარში,
ძნელია როცა აღარ იყურები ოცნების ცაში.
როდესაც ძვირფასო ხელების ნაცვლად ქარი გეფერება ,
გული ვეღარ ითანს ამდენ დარდს და დრო კი გებევრება...
ძნელია ლოდინი,უსასრო ლოდინი ძნელია თითქოს,
შენ უნდა ელოდო,შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს...


26.10.2012

  • სანამ ცოცხალი ვარ , სანამ კვლავ ვარსებობ , სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი,

მანამ მომეფერე , მანამ გამიფრთხილდი , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა , სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი,

გულში ჩამიკარი, გული არ მატკინო , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

სანამ სიყვარული ისევ შემიძლია ,სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი,

ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა , მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს , აგარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი,

მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან,

მერე ყველაფერი იქნება გვიანი.

ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს იჩუმის ტრფიალი ,

მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ,

მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი.

სანამ ცოცხალი ვარ მანამ მომეფერე ,მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით,

გული არ მატკინო , თორემ…


← eelmine 1 2 3 4 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.