Kasutaja Tornike päevik

Tornike
31, Tbilisi, Gruusia

23.08.2012

უცნაური ღამეა,არ მეძინება,ვფიქრობ ღამეზე და შენზე.არ ვიცი ახლა საიდან მოვიდა ის იდუმალი,შენი დანახვისას რომ მიიღო ჩემმა სულმა,ან რითი ჰგავდი იმ ოცნების ადამიანს სიზმარში,რომ მელანდებოდა ხოლმე...არ ვიცი რა მოხდა...მხოლოდ ის მახსოვს მზიანი დღე იყო,მზე ცაზე ვერ დაეტია და ჩამოვარდა,ჩემში ჩასახლდა.ვინ ხარ?რა გინდა?ან რატომ ააფორიაქე ჩემი მშვიდი სამყარო?იქნებ ეს ის გრძნობაა ბავშვობაში რომ უნდა სწვეოდა გულს,ან მერე,ცოტა მოგვიანებით.რაღა ეხლა მოადგა კარს და დაბნეული,გაოცებული შემატოვა სისხლისფერი ფიქრები,არ ვიცი არაფერი,მხოლოდ ის ვიცი,რომ მიყვარდი მთელი ამ ხნის მანძილზე წმინდა სიყვარულით...მიყვარხარ და მეყვარები.ახლა ჩემი ნებისმიერი ძარღვი რომ გახსნა-"მონატრება" ამოფრქვევს.ნუთუ ყოველთვის ასე უცნაურად იბადება სიყვარული?მიყვარს ისეთი წამები,როცა ფიქრები და სიტყვები შესევიან სულს და გამჭვირვალე სანთლით ხარ პირამდე…


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.