Kasutaja gvanca61 päevik

gvanca61
63, Tbilisi, Gruusia

ვერ აღვიდგენ და ვერ გეყვით, სად იწყება და მთავრდება ჩემი მომავალი ცხოვრების ხერგილი,
მე ვგავავრ ქარისაგან მოაცებულ პეპელას, რომელიც ფრთების დახმარების გარეღე დაფარფაებს და ყვავილებისაკენ ლოლვა სააოცნებოდ გაუხდია.


წვიმს,წვიმს, რა ლამაზად წვიმს,
და ეტყობა მე დამტტირის რადგან
უფრო წვიმს,
წვიმს, წვიმს, რა ლამაზად წვიმს,
დამისველა ბაგე,თვალი,
ნიავღვარი მდის,
ღრუბლებიდან ბანი მისცა
ჰანგი ძლიერ ხმის,
ერთად მოვსჩქებთ მაღლა ციდან
მე და წვეთი ცის.


რაღაც ქრება, რაღაც ჩნდება,
სადღაც რაღაც იბადება,
მზე გვიცინის სიყვარულით,
მთვრე ვარსკვლავთ ეფერება,
წარსულიდან ტკივილს ჩრდილი
ეფარება,ეფინება,
მაგრამ გულში დარდი,
არა ქრება რაღაც რჩება,
ეს ოხერი ჩემი დარდი,
თან დამყვება,თან დამყვება,
ერთხელ იქნებ ისეც მიხდეს,
ნისლს ვაჩუქო სამუდამოდ,
ცად ავა და სულ გაქრება,
ვიცი,ვიცი ჩამომნამავს,
ან ეს ნამი ჩემს წარსულზე
ატირდება
რაღაც ქრება, რარაც ცნდება,
სადღაც კაცი იბადება.


ვაი რა ლაღი, რა კარგი
ცხოვრება გამფერენიაო,
ნავარდსა ვიყავ ჩვეული,
ორთავ ფრთა მამტეხიაო,
ვეღარც მთებს უფრენ ყოილებს,
ვერს სანთელ დამინთიაო,
ხმაცა წამერთვა უხმოსა
განგება გამწყრომიაო,
ვაი რა კარგი რა ლაღი
ცხოვრება გამფერენიაო,
ნავარსა ვიყავ ჩვეული,
ორთავ ფრთა მამტეხიაო.


გმადლობ უფალო! რომ დამბადე
ამა სოფელში,
რომ გამითენე, მომასმენინე,
ცისკრის ზარები,
გამდლობთ უფალი! ჩემს
გულში ხარ დავანებული,
და შემიწყალე მე ცოდვილი
შენი შექმნილი!


მე რომ მენატრები, ძალიან ძალიან,
როგორც მზის სხივი დაბურულ წალებს,
მე რომ უსიტყვოდ უჩუმრად,
ამ მონატრებას ვერც გული იტევს,
უსიტყვოდ უჩუმრად,მწყურიხარ ყმაწვილო,
შენ ჩემი ნახატი ხარ ფერებით სავსე,
ფერიც გამიწყდა, დავკარგე ნახატი,
დავყვები ღამეულ ბაღებს,
დამისხით! დამისხით!
იქნებ და ბახუსში,ვიპოვო
ნახატი ფერებით საცსე!


"ნეტაი ყორედ მაქცია,
გამოვდგებოდი ქვადაო"
ქვაცა ვარ სალი კლეც,
ასე მარგუნა ბედმაო,
სალ კლედ ვიქეცი ყოილი,
კაბაც შემადნა ზედაო,
გახუნდა წყალმა წაორო,
ჩემი ქალობის სახეო,
არაგვს ჩავხედე–მითხარი!
რად სამამფრცქვენი ტანზეო,
რა ვარ ან რისთვის დავდივარ
თუ არ მაჩვენე სახეო,
უფრო გამუქდა ტიალი,
არ შამიცოდა ვაჰ მეო!
ჩემი კაბა და ქალობა,
დაღმა მიჰქონდა თავქვეო.




”დიდბა მოთმინებასა,შენსა

უფალო იესო!

ქვეყანა წახდა დამზიმდა,

ბოროტი ამჯობინესო,

ძმა აღარ ინდობს ძმასა და

შვილს დედა აკვლევინესო,

”დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო”!

წაირყვნა ბარი, მთას მისდგნენ,

ბოროტსა აგლეჯინესო,

”დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!”

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,

რწმენა ურწმუნოს მისცესო,

ურჯულოდ სამშობლო ჰყიდეს,

ოქრო ვერცხლ მოიძიესო,

”დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!”

ჩვილები ყარეს ნაგავზე,

სხეული გროშად ყიდესო,

”დიდება მოთმინებასა შენსა უფალო იესო!”

ღმერთო შენშია სიყვარულ.რწმენა დათმენა იესო!

სამშობლო შენის წყალობით,

ისევ ჩვენ მოგვეც იესო!

ხვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანა,

ჩვენამცა დაგვიბრუნდესო,

დიდება, შენა უფალო,

უფალო ჩვენო იესო!!!


მომნატრებია გაზაფხულის ნაზი სურნელი,

აფეთქებული,აყვავებული ჩემი მიდამო,

ნაზი სურნელი,ცის სილაჟვარდე,

სხივით გამთბარი ჩემი სამყარო,

წვიმამ დაადნო ხეებზე კვირტი,

დაეკარგება სილამაზე ყველა საღამოს,

იასამანთა ხეივანში ლაღი სიცილი,

და ერთი სტყვა

––მე შენ მიყვარხარ ჩემო ლამაზო,

მომნატრებია ის გაზაფხული,

ნაზი სურნელი,ტკბილი საღამო,

ყვავილნარიდან მომზირალი,

თვალები ლურჯი,

ლურჯი იებით მოფენილი ჩემი სამყარო.


ქარაფის თავს ჩამომჯდარი,
ფიქრში ჩავფიქრდ,ჩავნისლდი,
სად დაიწყო ეს ცხოვრება,
სად მთავრდება რა ვიცი,
ლაბირინთში გამოვძვერი,
უდაბნოში აღმოვჩნდი,
ძერამ სადღაც გამიტაცა,
არწივს გულით ვეძახდი,
არწივის ფრთას სემომჯდარი,
ისევ ქარაფს დავბრუნდი,
სად დაიწყო ეს ცხოვრება,
სად მივდივარ რა ვიცი,
არც დაწყება უკითხიათ,
აბა ბოლოს ვინ იტყვის


← eelmine 1 2 3 4 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.