Kasutaja ჯინჯერი päevik

ჯინჯერი
31, Kutaisi, Gruusia

მე-9 კლასი
იგი მერხის გვერდით იდგა დანაღვლიანებული სახით. მივედი და ვკითხე, თუ რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ მათემატიკას ვერ აკეთებს, რათქმაუნდა დახმარება შევთავაზე. გამიღიმა, ლოყაზე მაკოცა და მითრა, რომ საუკეთესო მეგობარი ვარ. მე კი მეშინია ვუთხრა, რომ მიყვარს...

მე-10 კლასი
დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა. შეყვარებულმა მიატოვა და მარტო ყოფნა არ უნდა. ვიჯექით და ფილმს ვუყურებდით, მოგვიანებით როცა დასაწოლად მიდიოდა, ლოყაზე მაკოცა და მითხრა, რომ საუკეთესო მეგობარი ვარ დედამიწაზე. მე კი მიყვარს იგი, მაგრამ მეშინია ამის თქმა...

მე-11 კლასი
ჩემთან მოვიდა და გამოსაშვებ საღამოზე მასთან ერთად წასვლა მთხოვა, მისი შეყვარებული ავადაა, მარტო წასვლა კი არ უნდა. მე დავთანხმდი. ლოყაზე…


კაცმა უთხრა: - მე ბევრი ქალი მომწონს. არ შემიძლია მხოლოდ ერთთან ვიყო. - ქალმა საპასუხოდ გაუღიმა.

კაცმა უთხრა: მე ჩემთვის ვარ..თავისუფალი და არავის წინაშე ვალდებული...
ქალმა სიგარეტს გაუკიდა და თვალები დახარა.
კაცმა უთხრა: მე მომწონს ქალები, რომლებიც მიგებენ და აფასებენ ჩემს თავისუფლებას და არ ვაპირებ არაფრის შეცვლას.
ქალმა უგემურად გაიღიმა და კვამლი გამოუშვა.
კაცმა უთხრა: - მოდი კარგი დრო გავატაროთ, მე შენ მომწონხარ.
ქალმა სიგარეტი ჩააქრო და თვალებში შეხედა. კაცი მიხვდა, რომ არც ქალი იყო უარზე.
კაცმა ჰკითხა: - ალბად ბევრი კაცები გყავდა..
ქალი ჩაეხუტა და ძლიერად მიეკრო.
კაცმა ჰკითხა: - ჩემთან კარგად გრძნობ თავს?
ქალმა თვალები დახუჭა და აკოცა.
დილით, წასვლისას, კაცმა უთხრა: - შენთან კარგი დრო გავატარე, მაგრამ მოდი…


17.03.2014

ერთ სასწავლებელში სტუდენტი სასადილოში შევიდა. თავისუფალი ადგილი ვერ ნახა და პროფესორის გვერდით დაჯდა. პროფესორმა უთხრა:
– ბატი ღორთან არ მეგობრობს.
სტუდენტი:
– მაშინ, კარგად, სხვაგან გადავფრინდები.
პროფესორი შეურაცხყოფილი დარჩა და გადაწყვიტა სტუდენტი გამოცდებში ჩაეჭრა. გამოცდის დღეა. პროფესორმა სტუდენტს ყველაზე რთული ბილეთები მისცა, მაგრამ სტუდენტი შესანიშნავად პასუხობდა. ბოლოს ასეთი კითხვა დასვა:
– დავუშვათ, მიდიხარ გზაზე და დაინახე ორი ტომარა. ერთი სავსეა ოქროთი, მეორე კი ჭკუით. რომელს აირჩევ?
– იმას, რომელშიც ოქროა, – უპასუხა სტუდენტმა.
პროფესორი:
– მე კი იმას ავიღებდი, რომელშიც ჭკუაა.
სტუდენტი:
ვისთვის როგორ, ყველა იმას აიღებს, რაც აკლია.
პროფესორი გაბრაზდა და ჩათვლის წიგნაკში სტუდენტს ჩაუწერა: "ვირი".
სტუდენტი გავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი დაბრუნდა, პროფესორს წიგნაკი გაუწოდა და უთხრა:
– თქვენ ხელი მოაწერეთ,…


- რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
- ქალს? - სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი - ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
- რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? - თუმცაღა სწორი კია...
- ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
- როგორ მაინც?
- როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა "ტან-ფეხი" გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა... ასოების მხრივ... უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
- მაშინ თქვენ სცადეთ...
- ნამდვილ ქალს... მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი... ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს... ოღონდ უნებურად.
- ფეხაკრეფით?
- კი. როგორც დევნილი... ან, მდევარი.
- და როცა მოვა, - როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი.
- ეს როგორ...
- ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა…


ახალგაზრდა მეფე არტური დაატყვევა მეზობელი სამეფოს მონარქმა. მონარქმა გადაწყვიტა, რომ მისთვის და მისი ქვეყნისთვის თავისუფლება მიეცა, თუ ერთ ძალიან რთულ კითხვას გასცემდა პასუხს:

“რა სურთ ქალებს სინამდვილეში?”

მეფე არტურს მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა, რათა ეპასუხა კითხვაზე. მან მთელი სამეფო შემოიარა, ყველა გამოკითხა, ყველა ჭკვიან და ცნობილ ადამიანს ესაუბრა, მაგრამ დამაკმაყოფილებელი პასუხი მაინც ვერ მიიღო.
ბოლოს ერთ ჯადოქართან მივიდა. ჯადოქარმა პასუხის სანაცვლოდ მოითხოვა, რომ არტურს იგი მის უახლოეს მეგობარსა და თანამებრძოლ გავეინზე დაექორწინებინა.
არტური დამწუხრდა. ჯადოქარი საშინლად გამოიყურებოდა. მას თეთრი თმა, დიდი ცხვირი და მხოლოდ ერთი კბილი ჰქონდა. მეფემ ჯადოქარს უთხრა, რომ მეგობრის გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა.

გავეინმა, როდესაც ჯადოქრის წინადადების შესახებ გაიგო არტურს დასთანხმდა…



თოვდა და თბილის ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელი დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს -

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,

იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვს დაეფარა კრწანისის ველი, -

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა, და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და…


ერთხელ ბედნიერება ტყეში მოდიოდა და უეცრად ის ღრმა ორმოში ჩავარდა. ბევრჯერ სცადა ბედნიერებამ ორმოდან თავისით ამოსვლა, მაგრამ ორმო იმდენად ღრმა იყო, რომ ვერაფრით ვერ ამოვიდა. ზის ბედნიერება ორმოში და ტირის. ცოტა ხანში, ორმოს ადამიანმა ჩაუარა, ბედნიერებამ გაიგო ადამიანი ხმა და ორმოდან დაუძახა:

"კეთილო ადამიანო, ძალიან გთხოვ დამეხმარე და ამომიყვანე ამ ორმოდან".

"სანაცვლოდ რას გამიკეთებ?" – ჰკითხა ადამიანმა

"რა გინდა რომ გაგიკეთო?" – შეუბრუნა კითხვა ბედნიერებამ

"მე მინდა დიდი, ლამაზი და ყველაზე ძვირადღირებული სახლი ზღვის პირას" – მიუგო ადამიანმა

მისცა ბედნიერებამ ადამიანს სახლი, ადამიანს გაუხარდა და გაიქცა თავის სახლისაკენ, ხოლო ბედნიერების შესახებ კი დაავიწყდა.

ზის ბედნიერება ორმოში და ტირის უფრო ხმამაღლა.

ცოტა ხანში კი მეორე ადამიანმაც ჩაიარა. გაიგონა…


- გამარჯობა...

- გამარჯობა...
- როგორ ხარ?
- კარგად შენ?
- მეცც...
- რა გაცინებს?
- რა უცებ გადის დრო... ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ წარსული მაინც კარგი იყო... მგონი მართლა გვიყვარდა ერთმანეთი!
- მე ეხლაც მიყვარს ის დრო...
- გიყვარს? როგორ შენ ხომ თხოვდები...
- მერე რა, მე ის დრო მენატრება როცა შენ ის იყავი ვინც შეძლო ჩემს გულში კვალი დაეტოვებინა... ის ვინც გამუდმებით მიმეორებდა რომ ვუყვარდი... მე შენ კიარა ჩვენი სიყვარული მიყვარს დღემდე!
- გვიანია?
- ძალიან!


-მთელი ბოროტება ქალების გამო ხდება..
-... და დასალევის გამო-დაამატა რაინდმა და რაღაც თავისი გაახსენდა.
-...მაგრამ ქალებისგან უფრო მეტი უბედურება ხდება.-დრაკონსაც ქონდა რაღაც თავისი გასახსენებელი.
-...მაგრამ ღვინისაგან უფრო ხშირად ხდება უბედურებები.-რაინდმა გადაწყვიტა არ დანებებულიყო.
-...მაგრამ ქალებისგან მოსული უბედურება უფრო ხანგრძლივია!.-ჩაიცინა დრაკონმა.
რაინდი მიხვდა რომ ისევ დამარცხდა კამათში.(იმაში რომ კაცები დამნაშავენი ხართ ეგ ქალის ბრალი არაა)


- ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე?
- არ მყოლია
-სიყვარული?...ქალი გყვარებია?
-ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,-მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ,-არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.
-არ მესმის!სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება
-სიმღერაში
-რატომ?არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?-მართლა არ მესმოდა, რას გულისხმობდა
-ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
-მაშ,რა არის?
-არ ვიცი,როგორ გითხრა...მოწონებაა,გატაცებაა, ალბათ.ხორციელია ეგ,სიყვარული სულიერია.ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს,მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება,მაშინ დაერქმევა თქვენს უერთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი,ამახვილებს სიყვარულს ეს.
-შეიძლება, ეგრეც იყოს,-დავეთანხმე და კვლავ ვკითხე:- არც სერიოზული გატაცება გქონია?
დათა თუთაშხია კარგა ხანს დუმდა,რაღაცაზე თუ ვიღაცაზე ფიქრობდა. უძილო,დაღლილი სახე ჰქონდა,მაგრამ თვალებში შუქი მაინც…


← eelmine 1 2 3 4 5 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.