Kasutaja pandora päevik

pandora
42, Tbilisi, Gruusia

11.12.2009

იმდენად თამამად შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას ალერსი გარისკეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.


გაიხადე სანამ ისევ შენი ტანი სველია,
სანამ მუცელს ჯერ არავის ხელი არ შეხებია,
გაიხადე სანამ კანი არ წააგავს იარას,
სანამ კიდევ ოცმა წელმა ზედ არ გადაგიარა,

გაიხადე სანამ შენი ყელი ისევ გრძელია,
სანამ ცეცხლი მაგ თვალებში ჯერ არ გამოგელია,
გაიხადე სანამ ხელებს არ დაეტყო სიბერე,
გაიხადე და თან რამე აზიური იმღერე.


19.11.2009

იარაღია ჩემი ცხოვრება,

ნადირობა კი ფიქრი..

დაიკარგები დროის ზვირთებში

როცა ფრინველი მიჰქრის..


19.11.2009

მინდა ეს ჭიქა შევსვა ბოლომდის,

ღვინოს თან გულის ხვაშიადს ვატან

ვისგანაც სულაც არ მოველოდი,

დგეს აი სწორედ მან მიღალატა....


შენა ხარ მიზეზი ჩემი არსებობის,
სიყვარულო ჩემო და სიცოცხლევ ჩემო.
მე კი შენზე ფიქრის და დარდის მონა ვერ,
ბატონო ჩემო და უბრალოდ "ჩემო".


19.11.2009

ფოთლები–შრიალებენ–ფოთლები–
–მოვდგები–წუთისოფლის–ღობესთან–
–მოვკვდები–უსათუოდ–მოვკვდები–
–მომბეზრდა–ყველაფერი–მომბეზრდა–

–სარჩევი–იღბალია–სარჩევი–
–მოჰქონდათ–არადანი–მოჰქონდათ–
–დავრჩები–ბავშვობაში–დავრჩები–
–ოღონდაც–გაგიხსენო–ოღონდაც–


19.11.2009

ქალი? – ქარიშხალზე ძლიერია,

ქალი? – დევკაცზე დიდია,

ქალი? – ვარდ–ყვავილზე ლამაზია,

ქალი ცისქვეშეთის ხიდია.


როგორ ვერ მიგიხვდი, როგორ დამაჯერე,

შენი ფიქრის მწყემსი,ნეტა როგორ გავხდი.

ჩემი ბედის ფრინველს,ჩემს დარჩენილ იმედს,

მაშინ იმ საღამოს უსაშველოდ გავდი.


26.10.2009

შენი მონატრების ფერი დამდებია,

შენი სიყვარულის ძალა დამრჩენია,

სულში ჩამისახლდი, ვეღარ გაგიმკლავდი,

გული გამითბა და მერე შემიყვარდი.


ყრმობის გალიაში ჩიტივით ჩაკეტილი

ყრმობას ვეთხოვები თითქოსდა

თავიდან.


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.