Kasutaja pandora päevik

pandora
42, Tbilisi, Gruusia

შენ ხარ ფიქრები,ხარ ოცნება სურვილი ჩემი

ხარ განთიადი,ხარ დაისი ვით სულის მწველი.

შენ ხარ დღის შუქი და უთვალავი ვარსკვლავი ცაზე

ხარ ბობოქარი და საზარელი ტალღები ზღვაზე..

შენ ხარ კივილი ჩემი სულის და ლექსის მუზა,

გულის სიმძიმე აუტანელი,ვით გემის ღუზა.

ჩუმი ფიქრი ხარ და ოცნება გულში მალული

ჩემი სუნთქვა და გოდება ხარ ძლიერ ტანჯული.

შენ ხარ აწმყო და შენ ხარ წარსული..


26.10.2009

მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ,
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი.
ძვირფასო, მოსვლა რად გაგიძნელდა?!
ძვირფასო, რისთვის დაიგვიანე?!

ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას
და როგორც ბავშვი, დაიწყებ ტირილს.


გადამარჩინე, წამიყვანე შენთან,
სადმე შორს...
თორემ ამ ქუჩის მტვერი სულში მათოვს და მყინავს,
ეს დამტვერილი ოცნებებიც კარგავენ ძალას,
გადამარჩინე,
თორემ მტვერი ყველაფერს მპარავს...

გადამარჩინე...
წამიყვანე...
უფსკრულთან ვდგავარ,
მტვრიან ქარიშხალს ველოდები თვალის ცეცებით,
გადამარჩინე, თორემ ქარის მოტაცებული,
ამ მტვერში გზას ვერ გავიკვლევ და დავილეწები.

გადამარჩინე თუ გიყვარვარ,
თუ გინდა ჩემთან,
მიდი და სთხოვე უფალს, ქარის ჩადგომა ბრძანოს,
თორემ ამ მტვერმა სულ წამართვა ხედვაც თვალიდან,
და ჩვილი ბავშვივით ფეხის ადგმას ვიწყებ თავიდან...

გადამარჩინე...
მე ამ მტვერმა მონად მაქცია,
და როგორც მონას, მეც მტვრიანი კაბა მაცვია...
 


არაფერი გვაქვს ჩვენ საერთო _
არც წარსული, არც მომავალი...
აწმყო, მით უფრო...
რა გაგახსენო?
. . . . . . . . .
გახსოვს,
როდესაც ერთნი ვიყავით?
გახსოვს,
როდესაც ნეკნი ვიყავი
და შენს სხეულში
მშვიდად მეძინა...

ვერ მოგიყვები ამ სიყვარულს
წვრილ_წვრილ ამბებად,
დიდი ამბავი,
თუკი ხშირად გამიავდრდება,
თავშესაფარი ხომ ვიპოვნე
შენში და შენთან,
ისიც მეყოფა,
რომ ვუსმინო
შენს გულის ფეთქვას...


შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,

და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,

სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,

ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.

შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,

რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,

ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,

და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.


25.09.2009

გაზაფხულს შეეხსნა საკინძე,

დაეპნა ჭრელ-ჭრელი ფერები,

მე გისმენ, სიტყვებად აკინძე,

რად სდუმხარ?რატომღაც ვერ ვხვდები....

და ფიქრის გორაც ხომ გაოცდა,

გელოდით ორივე კარგა ხანს,

ლურჯი მონასტრისკენ გავრბივარ,

იქნებ მან იცოდეს სადა ხარ?

პირველად ვინატრე ზამთარი,


როდესმე ნეტა მოგნატრებივარ?
როდესმე მაინც თუ გყვარებივარ?
ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი?
არა! სიყვარულს არ ადევს ფასი!
როდესმე ის დრო გაგხსენებია?
ჩემსავით ვინმე მოგფერებია?
ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები,
თუ გაუნდვია თავის ფიქრები? 
როდესმე ნეტა მოგენატრები?
როდესმე ნეტა მოგეფერები?
ღამე მაინც თუ გაგითევია?
ვინმეზე ფიქრში დაგთენებია?
თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია,
ცრემლებში სევდა თუ გინახია?
ეს მონატრება შენ განგიცდია?
ან უიმედოდ თუ დაგიცდია?
მაშინ გაიგებ რაც გამიგია
და ამ გრძნობებით რაც განმიცდია.......
მოვა დრო... ღამე მოგენატრები,
ქუჩაში დღისით მოგელანდები,
შენც მოგაწვება გულზე დარდები
და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები.
ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე,
არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....
მოვა საღამო და…


...სიკვდილი ბევრად ჯობია ღალატს,

ვინა თქვა ვითომ მისი ტოლია,


წლებმა საათებად ჩაიარა
წლები საათივით მდევდა,
დრომ რა უცაბედად გაიარა
გრძნობის ყველა წამი დედა.


15.09.2009

შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია...

მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად -
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.