Дневник пользователя giorgi1717
ამქვეყნად ყველა აღმართზე
უფლის იმედით ვიარე,
ხან ზვავმა გადამიარა,
ხან ზვავზე გადავიარე.
შენი ხმა მენატრებოდა
(ის მომირჩენდა იარებს),
მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,
გული ვერ გაგიზიარე...
შენ წამით ადრე წასულხარ,
მე წამით დავიგვიანე...