ushenod movkvdebi :((
35, Тбилиси, Грузия

უშენოდ მოვკვდები...
ჰო,დავხუჭავ თვალებს,მოვკვდები და აღარ გეყოლები...
და იქნებ ღმერთმა უკანასკნელი სურვილი მკითხოს სიკვდილის წინ...
გინატრებ!..შენ გინატრებ და გადამარჩენ!..
როგორც იმ ზღაპარში-მაკოცებ და კვლავ ვიგრძნობ სიცოცხლის სურვილს...
ხომ იძახიან,”თუ ვინმე სიკვდილს გადაარჩინე,მერე მისი მიტოვების უფლება აღარ გაქვსო...”
იცი,ყოველთვის მიყვარდა შემოდგომა,მაგრამ მაინც სულ გაზაფხულს ველოდებოდი...
მზის ჩასვლა მიყვარდა და მაინც მის ამოსვლას ველოდებოდი ყოველთვის...
სიმაღლის მეშინოდა ბავშვობიდან და მაინც ცისკენ მივიწევ ყოველთვის და მიუწვდომელს ვეპოტინები...
ჩემი სამყარო ძალიან მომწონს ჩემივე ფანტაზიებში და მაინც რეალობა მირჩევნია...
ვერ ვხედავ იმას,რასაც სხვები ხედავენ,მაგრამ კარგად ვხედავ იმას,რისი არსებობაც აზრადაც არასოდეს მოსვლიათ...
შენი მეშინოდა ყოველთვის და სიკვდილის წინ ისევ შენ გინატრე...
და შენ მე გუშინ სიკვდილს გადამარჩინე,უკან დამაბრუნე და ახლა ვალდებული ხარ,გიყვარდე და ზრუნავდე ჩემზე...
სითბოში და სიყვარულში გამხვიო და ხელისგულზე მატარო...
არა!..შენს გულში მირჩევნია!..მეფერო და მეფერო მთელი ცხოვრება...
იცი,როგორ მიყვარხარ მაშინ,როდესაც გჯერა,რომ შენი მონატრება მართლა მომკლავს და...სიცოცხლეს მჩუქნი!..
ძ ა ლ ი ა ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!...

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут