morcha dasrulda
45, Saint-Pierre-la-Garenne, Франция

მორჩა,
დასრულდა,
განშორების
ჩამოდგა ჟამი,
მეტი რა გზაა,
დამიამე
ტკივილი ცრემლო.
შენი ღიმილი
გამახსენებს
გარდასულს წამით,
როგორ მიყვარდი,
როგორ მსურდა
შენს გვერდით მევლო...

ჩვენი შეხვედრა
ალბათ ახსოვთ
მაისის წვიმებს,
დღემდე რომ
გულში ინახავენ
გამხელილ სურვილს...
არა, არ მინდა,
რომ შენს მერეც
მიყვარდეს ვინმე,
არა, არ მინდა
კიდევ ერთხელ
მეტკინოს გული...

7 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут