ვერ ვიტან ნიღაბს ......
31, Copenhagen, Denmark

სცენაა მრუდე, უსწორმასწორო

და ჩემი ნიღბით მივიკვლევ ნისლებს
მასკარადს მოჰგავს როლით დაღლილი
მზე რომ აჩრდილებს სიბნელის მისევს.

ყველა თამაშობს, მაგრამ სულ ბოლოს
ეს კომედიაც მთავრდება, როლიც
გაქრება ალბათ ნიღბების ცეკვა
და მასთან ერთად სინათლის ზოლიც.

რა ვქნა, ვერ ვგუობ მასკარადს, როლებს
ვერ ვიტან ნიღაბს, სახეს რომ მალავს
და სხვა ნიღბებით გარემოცული
ჩვენ ოცნებებს რომ უხეშად ფარავს.

გრიმასს ვატარებ მაინც ბოლომდე
ასე უწყალოდ სულსაც რომ მიწვავს
რადგან ნიღაბი სჯობია სახეს,
ზოგჯერ რომ აჩენს გულწრფელი სიტყვა.

სამყარომ უკვე დიდი ხანია
შეითავისა ნიღბების დამღა
მეც ეს გრიმასი ჩემი როლისა
დაბადებიდან უთუოდ დამყვა.

მაგრამ ვხვდები, რომ მთავრდება როლი
აპლოდისმენტებს ტყუილად ველი
თვალებში ქრება სინათლის ზოლი
რეჟისორი კი პარტერთან მელის.

12 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes