04.02.2012
sicocxleshi
34, Warsaw, Poland

არ მინდა ტყუილი,სიცრუე მახინჯი,

ვიცი სიმართლე და მაინც მოგელი...

არ გეტყვი, არ მოგწერ,არ მინდა გიჩივლო,

რამდენჯერ ვიტირე,რამდენჯერ გიფიქრე,

რამდენჯერ გეჩხუბე და კვლავ ჩაგეხუტე...

მოგეფერე ან სულაც გაგიღიმე...

რამდენჯერ ვკითხე ღმერთს:

-უფალო რა ხდება?

-უნდა დავიჯერო,ნუთუ კვლავ დაბრუნდა?

არ მინდა იცოდე ახლა რას განვიცდი...

და იცი რა არ მინდა ყველაზე ძალიან?

გავსვარო ეს გრძნობა სიცრუის ტალახით

და ირონიის სამოსით შევმოსო,

არც ცოდვის ვაშლები დავაწყო სუფრაზე

და გველის სიბრძნეს ამოვაფარო...

არ მინდა!... და მაინც იცი როგორ მინდა?

ვიტირო,ვიყვირო,გული მოვიოხო!

ძლიერი ქალის მანტია ვისროლო

და ერთხელ მაინც მნახო რა სუსტი ვარ,

რა უსუსური და უძლური, მშიშარა...

მოგინდეს ჩამიკრა და აღარ გამიშვა...

შორს მოისროლო ის ჩემი მანტიაც

და უბრალოდ მითხრა:_,, ძალიან მიყვარხარ!"

5 skatījumu
 
komentāri

Pašlaik nav neviena komentāra
Atstāj komentāru, un uzsāc diskusiju!

Blogs
Blogi tiek atjaunināti katras 5 minūtes