მოდი და ნუღარ შეგაწუხებს სიკვდილზე ფიქრი
30, Tbilisi, Gruzja

აცივდა აქეთ, ნაცრისფერი ჩამოწვა მთებზე,
მაღლა ყაზბეგში , ალბათ , თოვლი მოვიდა უკვე,
კავკასიონზე დარაჯია და ჯაშუშს ეძებს,
ხან კი გადამქრალ სენაკებში საკმეველს უკმევს.
ქვემოთ ხეები შიშვლდებიან ზეცის კარნახით,
მთებმა ნისლები ტანზე მჭიდროდ შემოიხვიეს,
სულელი მთვარე აშუღივით სატრფოს გასძახის,
სცივათ ტირიფებს, გაძარცულებს, სასომიხდილებს.
მოდი და ნუღარ შეგაწუხებს სიკვდილზე ფიქრი,
იცის ზამთარმა -ყელზე დარდის დანას დაგადებს.
მეტეხმა მტკვარში ჩააწვეთა ბებერი სისხლი,
ახლა ფიცვერცხლით მდუმარებას მასაც გადასდებს.
ჩამოივლიან დეკემბრები , იანვარები
და აქ ისეთი არაფერი არ შეიცვლება,
მხოლოდ მე წავალ ბეწვის ხიდზე განატარები,
როგორც წასულან გარდასულის გასამტკიცებლად...
ქუჩის ბოლოში ხელგაწვდილი კაცია ერთი,
თვალებში მძიმე მწუხარება უდგას ცრემლებად,
მე ვერ შევძელი...თუ მეღირსა დანახვა ღმერთის,
ვთხოვ, ანგელოზი გაუგზავნოს მისაშველებლად.

Liczba odwiedzin: 1
 
Komentarze

Na razie nie ma żadnych komentarzy.
Dodaj komentarz aby rozpocząć dyskusję!

Blog
Blogi są aktualizowane co 5 minut