&&&
29, Tbilisi, Gürcistan


მონატრების მელოდია ჩუმი...
შემოდიხარ...
მავსებ ნაზი ბგერებით...
გულის ფეთქვა ახმოვანებს დუმილს...
გხატავ...
გხატავ ჯადოსნური ფერებით!..
ფუნჯი ისე ჩაკონვია ტილოს,
ვიოლონოს სიმებს
როგორც ხემი!..
ღმერთო,
ცოდვა როგორ ავიცილო?!
ხარ სასჯელი-
სიყვარული ჩემი!.

1 views
 
Yorumlar

Henüz hiç yorum yapılmamış.
Yorumunu bırak, tartışmaya başla!

Blog
Bloglar 5 dakikada bir güncelleniyor