ისევ შენთან ყოფნა მომენატრა,
ჩემი ოცნებების გადარჩენა,
წვიმის უცნაური ბაკი–ბუკი,
შენი უცნაური გამოჩენა.
შენი სიხარული მომენატრა,
შენი თმებისფერი ნეკერჩხლები,
შენი გაღიმება მომენატრა
იისფერ ნისლივით დაბინდული.
შენი მონატრება მომენატრა
წ ვ ი მ ა. . .
ფ ო თ ო ლ ც ვ ე ნ ა. . .
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი .
Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!