chumad sayvarelo :(((
35, Tbilisi, Gruzija

ჩუმად საყვარელო, ახლა ყველაფერი უკვე ჩავლილია,

ჩვენი მონატრების წამი,ბოლო წამი თითქმის გაილია.
ნუ იდარდებ კარგო ბედისწერა თუა გრძნობის დასასრული.
ვიცი,მოგონება მუდამ გამახარებს, ჩვენზე გარდასული,
ყველა ტაძარი და ყველა დაფიცება შენს თავს გამახსენბს,
გულში შეგინახავ, თუმც კი ჯერ არ ვიცი,რაღა დამასვენებს.
ხელჩაკიდებულმა ვინღა მომატაროს ყველა სალოცავი,
ვინღა ჩამიღვაროს გულში მონატრების სითბო საოცარი.
სხვას ნურაფერს მეტყვი,რადგან დუმილია ახლა ყველაფერი,
რაღაც მსურდა მეთქვა,მაგრამ ვერ გითხარი თითქმის ვერაფერი...
მაინც არ გაგკიცხავ,გრძნობას მიტოვებულს გულში დავასვენებ,
შენ კი ისე წადი,რომ თავს ნურასოდეს ნუღარ გამახსენებ.

0 pregleda
 
Komentari

Još nema komentara.
Ostavi komentar, započni diskusiju!

Blog
Blogovi se ažuriraju svaka 5 minuta