ბევრი ფიქრი არ სჭირდება იმას, რომ უნდა გიყვარდეს... გიყვარდეს სიცოცხლე... გიყვარდეს სიყვარული... გიყვარდეს ოცნება... გიყვარდეს ფიქრი... გიყვარდეს ბუნება... გიყვარდეს წუთი... გიყავრდეს წამი... შენი სიცოცხლე ხომ ამ წუთებისა და წამებისგან შექმნილი მარადისობაა... გიყვარდეს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები... გიყვარდეს ადამიანი... გიყვარდეს ყოველთვის... გიყვარდეს ყველაფერი... გიყვარდეს არაფერი... გიყვარდეს ზღვა... გიყვარდეს უსასარულობა... გიყვარდეს ქვიშა... გიყვარდეს სიმღერა... გიყვარდეს ხატვა... გიყვარდეს წერა... გიყვარდეს წიგნი... გიყვარდეს და არ მოითხოვო სამაგიერო... გიყვარდეს უანგაროდ... არ თქვა, რატომ? უბრალოდ, გიყვარდეს... გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის... გიყვარდეს და მისით იცოცხლე, მისით იარსებე... ისე ძლიერ უნდა გიყვარდეს, რომ მისი ყოველი დანახვისას, გული გეკუმშებოდეს... თვალები სადღაც გაგირბოდნენ, სხეული პატარა ჩიტივით თრთოდეს... ტკივილამდე უნდა გიყვარდეს...…
არ ვიცი სად ხარ, რომელ მხარეს... რატომღაც მგონია, მთის მწვერვალზე ხელგაშლილი დგახარ და მელოდები. მოვდივარ და დამფრთხალ შველივით მითრთის გული... შეუჩერებლად, დინჯად მივუყვები აღმართს და ჩემი გული სიყვარულით მომაქვს შენთან. ამ გულს მხოლოდ სიყვარული შეუძლია. შენ კი ბოლომდე უნდა შეავსო და გაამრთელო. გთხოვ, ნუ შეცვლი, ნუ გადააჩვევ... ისეთი მიიღე, როგორიც არის... მოვდივარ... არ ვიცი რამდენია შენამდე სავალი გზა. მაგრამ, ერთი კი ვიცი, როცა მოვალ, მთელი არსებით შენი ვიქნები. ვერ გავბედავ გითხრა, ,,მიყვარხარ!" სიტყვების ნაცვლად გული ილაპარაკებს, თვალები მოგეფერება და მთელ სამყაროს გაჩუქებს... კრძალვითა და შიშით მოვუყვები აღმართს... ნუ გამიცრუვებ იმედს, ისეთი დამხვდი, როგორიც მეხატები...
მე შენ მიყვარხარ-რომ გითხრა ახლა...
გადამიყვარდი! არ გჯერა?
ქალი სახლი არის, რომლის გასაღები,
( დედა თვლის რომ ეს ნაყოფი შეცდომაა.გადაწყვიტა მოიშოროს თავიდან სიცოცხლე რომელიც მის მუცელში სულდგმულობს...)
rad amomkvete sheni muclidan,
შენთან - ძილი მინდა... შენგან - შვილი მინდა...
გარეთ წვიმდა...
უნდა გაგაგიჟო… უნდა გადაგრიო,