შენ ახლა დგახარ შიშვლად ნაპირთან,
ქარი კი გათლილ მკერდზე დაგცქერის.
მე ვიცი, იგი კოცნას დაგპირდა
და ზღვას დაგპირდა თრთოლვის და ძგერის.
და გელულება სივრცით თვალები,
ფიქრი გაგონებს იმ მღვრიე ღამეს,
როცა მე და შენ განცდით მთვრალები
მივენდეთ თვლემას და სიხამხამეს
და გაცახცახებს ის გახსენება,
რომ ჩვენთვის მაშინ გაქრა ყოველი
და ერთმანეთში შლეგი ჭენება
იყო ქარივით დაუდგრომელი.
მათე მარადელი
შენ ქალბატონო...
რარიგ დაგიდის მაგ სრულ ქმნილებას,
თვალზე დარდი და ტანზე სიმორცხვე,
როდესაც ახლოს მოვდივარ შენთან,
როგორ ჩუმდები, წამვსვე იმორცხვებ.
როგორ არ გინდა საუბრის მსგავსად,
დამითმო წამი მაგ ნეტარების,
შენც ხომ იცი რომ სინდისის მსგავსად,
უფრო ძლიერად სულ მეყვარები.
ო, ქალბატონო, საქალბატონევ,
როგორ მიყვარხარ, ჩემო სულისთქმავ,
რომ არაგავხარ ნაქალბატონებს,
ვიღაცის ვნების, სხვების სურვილთან.
რარიგ გიხდება მაგ მანდილ მხურავს,
ან თეთრად მოსილს ატლასის ფარჩა,
ან კიდევ თუა შენებრ ქალწული,
ან თუ სიმორცხვე სულ ცოტას დარჩა.
შენს თავს ვიფიცებ თუკი ნამდვილი,
შემოგისალტავს ნამუსის გრძნობა,
თუკი წარსულის იმ აჩრდილებთან,
ვინცკი ყოფილა ქალწულის მგოსნად.
ვინცკი ეწირა პატიოსნებას,
რადგან მშობელის თვალებს ეტირა,
ძველად რომ უცხოს ეს სილამაზე,
ძალადობისთვის ხმლებით ეჭირათ.
არ შეიცვალო ჩემო, მანდილი,
არ დაივიწყო ის ქართლის დედა,
და შეისმინე იყო ნამდვილი,
როგორც ღვთაება სიცოცხლის ბედთან.
გურამ თოდაძე
შენ მე მასწავლე სიყვარული, ნაზი და წმინდა...
სუფთა გრძნობათა მოლოდინით, მე შენთან მინდა...
ჩვენი შეხვედრა სიმარტოვის, ამათვე ღირდა...
შენზე ვფიქრობდი, გიგონებდი და გარეთ წვიმდა...
წვიმის წვეთები, გამალებით მიფრთხობდნენ ფიქრებს...
ვიღაც ხეივანს მოყვებოდა, შენახარ იქნებ...
და ფურცლებს კალმით ვუყვებოდი, გადამთვრალ სიტყვებს...
რადგან არავინ ამხნევებდა, ჩემს შენზე ფიქრებს...
შენ მე მასწავლე სიყვარული, სევდანარევი...
რა ვუყო თუკი ვეღარ ვუძლებ, დეკემბრის თოვას...
რა ვუყო თუკი, ჩემს გულს შერჩა ნაიარევი...
რა ვუყო თუკი, ვერ ველევი შენეულ გლოვას...
ჩვენი შეხვედრა სიმარტოვის, ამათვე ღირდა...
შენზე ვფიქრობდი, გიგონებდი და გარეთ წვიმდა...
შენ მე მასწავლე სიყვარული, ნაზი და წმინდა...
სუფთა გრძნობათა მოლოდინით, მე შენთან მინდა...
შენი თვალების მონატრების, დამათრობს დარდი...
დარდი იმის რომ, უშენობა დაგმეს ფერებმა...
დარდი იმის რომ, როგორც უწინ უკვე არ მწამდი...
დარდი რომელსაც, აღარ ახლავს შენი ფერება...
გზას გამიკვალავს, ჭირვეული ზფხული მცივანს...
დავემსგავსები, სასულეთის მარტოსულ ტირანს...
გავარღვევ ბილიკს, შენს სამკვიდროს მალევე მივალ...
და ყოველ ღამის ცრემლნარევი, შევხვდები დილას...
შენ აღარ მოხვალ, დედამიწის სადარაჯოზე...
რადგან, სიმართლეს ვამჯობინებ, უდიდეს ტყუილს...
დაიკარგები, ვერ მოაღწევ მიწურულ დროზე...
მე რეალობას გავექცევი, ჩავახშობ დუმილს...
გადავხსნი თრთოლვით, შენი გულის, პაწია ფეთქვას...
ჭირვეულ ზაფხულს, გააწამებს, შენზე ფიქრები...
და თუნდაც შენს სულს, ჩემი სულის ტკივილი ერქვას...
მე მაინც მოვალ, უეჭველი შენთან ვიქნები...
თუ ერთხელ მაინც, არ გიგვრძნია, ივლისის დარი...
თუ არ გსმენია, სამი სიტყვა, "მე მაინც გელი"...
შენ ვეღარ იგრძნობ, აქ უშენოდ როგორ ქრის ქარი...
შენ ვეღარ იგრძნობ, როგორ მწამხარ,…
სულმა სული ამოიცნო, გულმა გულით იტირა,
ერთმანეთის დაკარგვისას ყველამ ერთად იკივლა.
აიკინძა ასაკინძი, სათქმელი თქვა დრომ,
გაცრუება დასაყრდენად დაეძებდა ჯოხს,
მაწანწალა ტალახ-ტალახ დაეძებდა ღილს,
სხვისი ძუძუ არ ენდომა ატირებულ ჩვილს.
გიშერ-გიშერ აკინძული მძივი ავ თვალს აიღებს,
გირაოში ეს ცხოვრება ჩემს სიყვარულს წაიღებს.
დაკარგულზე არ დარდობენ, დასაკარგზე ფრთხილობენ,
ვისაც რა არ უნახია სხვასთან იმას ჰკვირვობენ,
სასწორს დადო ბედმა პინა, აყალ-მაყალს გადადის,
ოცნებითაც ვერ გავლიე უსასრულო ტრამალი,
ვისთვის იოლ, ვისთვის ეულ, ვისთვის კიდევ მრისხანედ
აკინძავდა ყველა ღამე უთვალავჯერ მირაჟებს.
ნუ შეგაშინებს მეხის გრიალი
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე რწმენა გაქვს, შენ ხარ ძლიერი
უფალი გიცავს, ვინ მოგერევა....
ანდა თუ დარდი დანისლავს თვალებს,
ვინმე ბოროტი თუ არ გაყენებს,
დღეში თუნდაც რომ ცხრაჯერ დაეცე,
უფლის ხელები წამოგაყენებს