gmerto machuqe...
35, Tbilisi, Georgia

ღმერთო, მაჩუქე სიცოცხლე,ღმერთო, მაჩუქე წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი.
მკაცრად ნუ განმსჯი, უფალო,
ნუ დამიკარგავ იმედს,
დღეს თუ სანთელს ვერ აგინთებ,
ხვალ ხომ ვილოცებ იმდენს...
...იმდენს, რომ ცრემლი მომაწვეს,
ლოცვაში დავიღალო,
მხოლოდ ამ ერთს გთხოვ, უფალო,
რომ ფრთებით დაიფარო
ის, ვინც მანახა სიცოცხლე,
ვინც მაგრძნობინა წამი,
ღმერთო, არ დამაკარგვინო
ნაპოვნი ნატვრისთვალი...

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta