cxovrebashi ert shecdomas yvela ushvebs |
ჯერ არ იზეიმო, ნაადრევ სიხარულს,
შემთხევით სევდა და ცრემლები თან ახლავს,
ნაწვიმარ ბილიკზე დუმილით მივალ თუ
საკუთარ სხეულს და სველ ფიქრებს მივათრევ.
რა საოცარია მაინც არ შემძულდი,
წყენა და ტკივილი სულში სულ შემოგაქვს,
ჩათვალე, მაშინ ხარ შენ გამარჯვებული,
ოდესმე თუ შენი მწამდა და მჯეროდა.
ზოგჯერ საკუთარი თავი მსურს გავკიცხო,
ასეთი ორგული რად უნდა მიყვარდე,
მიზეზი? მიზეზი არ არის საჭირო,
ვამბობ და სხეულს სველ ბილიკზე მივათრევ.
cxovrebashi ert shecdomas yvela ushvebs |
ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა, |
ძალიან გიყვარდა?
ეგ არაფერია,
მეტად ყვარებიათ სხვებს,
ძალიან მოგწონდა?!
რა ვუყოთ მერე,
განა არ მოსწონდათ სხვებს...
ცხოვრებას შესწირავდი?
მიკვირს, განა ცხოვრება შეუწირავთ სხვებს?!
ცხოვრება თეატრია, ითამაშე,
ოღონდ ნუ გაიღებ მსხვერპლს!
ღამის ფერებს აღსარება ჩავაბარე,
შენზე დარდი სულში ვეღარ ჩავატიე,
სიზმრად გნახე ცრემლი ედგა დაღლილ თვალებს,
ვიცი, გული გატკინე და მაპატიე.
ვაი, ვეღარ გავუძელი უთქმელობას,
ბოღმის ცრემლმა ახლა ერთად ამოხეთქა,
ნიავს დედის სიყვარულის ლოცვა მოაქვს,
ისმის ნაზად მოალერსე გულისფეთქვა.
სავსე მთვარემ მომანატრა შენი თავი,
გრძელი ღამე ფიქრში თეთრად გავათიე,
შენს მაგივრად საყვედურებს მითვლის ქარი,
ვიცი, გული გატკინე და მაპატიე..
უკვე დამტოვე, შევიშალე ჩემი ფიქრებით,
როგორც ყოველთვის განდეგილი მარტო ვიქნები.
უკვე დამტოვე, შავ-თეთრია ჩემი სამყარო.
არვინ იფიქროს, დარდი გულიდან წამით ამყაროს.
ფიქრებში დაჭრილს ჭრილობას მირჩენს შენი ხელები,
მაშინ ვიფიქრე, ახლა კი ვფიქრობ ვერ შეგელევი.
ბნელეთს მინათებს შენი სპეტაკი, წმინდა თვალები.
მოდი, ბოლომდე გამოანათე, ნუ მემალები!
ჭირში ვისურვე შენი სუნთქვის ამოქროლება.
შენზე ძვირფასი ქვეყნად არვინ არ მეყოლება.
წყალში ვვარდები, იქნებ ფსკერზე აღმოგაჩინო.
ერთხელ დაბრუნდი. იქნებ მოსვლით გადამარჩინო.
ცეცხლში დავლანდე შენი წმინდა სახის მშვენება.
ცხადი მეგონე, თურმე ყოფილხარ ჩემი ჩვენება.
ღრუბლებში ვიწყე მაღლა და მაღლა ფრენა მე
ჩემი სამყარო მთლიანად ყოფილა შენ და მე.
გაზაფხულს ვთხოვე მოეტანა შენთვის გრძნობები.
არვის ვიკარებ გულს მომდებია ძველი ობები.
ზამთარში ახლა ვინღა გათბობს ვის იკრავ გულში?
უშენოდ მაწვიმს, მათოვს, მაციებს გაყინულ სულში.
ჩვენს შემოდგომას დაეკარგა წითელი…
ქროდა და ფოთლები მათოვდა
მომდევდა ტკივილი, წყენა.
ველოდი მზის ჩასვლის დადგომას,
და არა შენ გამოჩენას.
ანგელოზს ფარულს და უხილავს
თითქოს არ ელოდა სული.
ფერიავ მოსულო მწუხრიდან
კვლავ ამისხივოსნე გული.
ფოთლები ცვივა და ქარია,
შენ ლოცვას მივანდობ ღამეს,
ჩუმ ღამეს ნაზსა და მთვარიანს
გავუღებ გრძნობათა კარებს.
მოვისვრი უფსკრულში ტკივილებს,
სევდას და შხამიან ნაღველს
და შენ გულს ჩემ გულად მივიღებ
დავხატავ მაგ მბრწყინავ სახეს.
შენ სუნთქვას შევხვდები ეული,
ცხრა ზღვიდან მონადენ ნიავს
ჩავიკრავ გადარეული
მცხუნვარეს, მწველსა და მზიანს