Kasutaja lileeee päevik

lileeee
26, Tbilisi, Gruusia

26.08.2012

ნურასოდეს ნუ აყვებით სხვის დამცინავ ხმას,

ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით სხვამ რაც უნდა თქვას,

ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,

ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.

ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს და

ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს.

ნურასოდეს მოატყუებთ ალალმართალ კაცს და

მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზააბნეულ ქალს.

ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,

ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს.

ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს

სხვამ რაც უნდა გააკეთოს,სხვამ რაც უნდა თქვას.

ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას და

თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას.

ნურასოდეს შეგშურდებათ რაც არც

არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც

ნურასოდეს დაიშურებთ თუკი რამე გაქვთ

უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად

ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად

არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.

ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,

უნდა შეძლოთ სიყვარული…


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.