Kasutaja giorgi päevik

giorgi
30, Tbilisi, Gruusia

15.12.2011

siyvaruli tanjvistvisaa sheqmnili?


01.11.2011

....მინდა რომ რაღაც გიწოდო,
რასაც სახელი ჰქვია.
ვიფიქრე გაზაფხული ხარ,
ანდა ლურჯთვალა ია,
ან იქნებ სიხარული ხარ,
ან სიყვარული გქვია.
ბევრი ვიფიქრე გულღიად
და მერე მივხვდი,გვიან,
ჩემი ცხოვრება ყოფილხარ,

ჩემი სიცოცხლე გქვია !!.......


მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე,
შენ კი ამიხლართე გზები,
ვიღაც სხვა მეტრფისო,
ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები.
მე შენ მიყვარხარო... ზეცას დავაწერე
შენზე შევღაღადე უფალს,
გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე
შენი სიყვარული ღუპავს.
მე შენ მიყვარხარო... ხელებს გიკოცნიდი
შენთან სიახლოვე მსურდა,
სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი
პასუხიც ასეთი უნდა.
მე შენ მიყვარდითქო.... ამას მოგაძახებ
გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს
ვერცხლი რომც მაძლიონ
მაინც არ მივიღებ გული შეგეჩვია ოქროს!
(L)


სიყვარულის წვიმა იყო მაგრამ სულ არ დავსველდი,
ყველა სადღაც მიდიოდა მე კი მაინც გავჩერდი...
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე კი მაინც მციოდა
მშვენიერი ცხოვრებისგან თვალზე ცრემლი მდიოდა.......
მივდიოდი მარტოდ_მარტო მომყვებოდა აჩრდილი,
მივდიოდი ჩემთვი ჩუმად და მომესმა ძახილი......!
მივიხედე გაოცებით და შევხედე იცი რას?
დღე პირველად შენ აჩრდილმა ჩემთან ერთად იტირა...
გზა გავნაგრძე თუმცა აჩრდილს გული ისევ სტკიოდა,
თუმცა ირგვლივ ცეცხლი ენთო მე უშენოდ მციოდა.


რა დედამ გშობა, გაგზარდა,
ღმერთმა უკურთხოს მანდილი,
რას შეგადარო არ ვიცი,
საოცრება ხარ ნამდვილი.
მზეს გავხარ გაბრწყინებულსა,
როდესაც გაგეცინება,
რა დააბერებს იმ მოყმეს,
ვის მკლავზეც ჩაგეძინება


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.