Есть мужики, которые говорят - Я ТАКОЙ ОДИН! Посмотришь на него и думаешь - И СЛАВА БОГУ!
გურული ხედავს, წყალს მიაქ კაცი და მიშველეთო, გაჰკივის.
გურულმა გადასძახა: რა ვქნა, ძამა, ცურვა არ ვიცი და იმ ხიდამდე ჩაგაცილებ სირბილითო! გურული შედის მაღაზიაში:
_ კილკის კონსერვი მომეცით.
_ სიდოური, პორტუგალიური, ლიტვური თუ ფრანგული?
_ სულ ერთია, კიარ უნდა ველაპარიკო! :))))1942 წელია... გურული ყვირის ტყიდან: - მოით, მოიით, ორი პლენი დევიჭირე! - რა გაყვირებს მერე, მეიყვანე შტაბში-ო... გურული: - არ მიშობენ! :D
რამდენიმე დღის წინ (ვიდრე ეროს-მცოცავი ტელეკომპანია "მაესტროს" გალავანზე გადაძვრებოდა), საქართველოს მთავრობის მთავარმა ოპონენტმა - "ქართული ოცნების" შემოქმედ-შემქმნელმა ბიძინა ივანიშვილმა ვრცელი ინტერვიუ მისცა სკეპტიკურად მომღიმარ ჟურნალისტ ე. ბერიძეს. კარგი ინტერვიუ იყოო, თქვეს მასზე უპირობოდ შეყვარებულებმა, მაგრამ მე კი მაინც დავფრთხი... ასე თუ გააგრძელებს, ეჭვი მაქვს, "ქართული ოცნებისგან" აღარაფერი დარჩება "ერთი ქართველი მეოცნებეს" გარდა. ისე ილაპარაკა, გეგონება, წინ არც არჩევნები იყოს და არც ხელისუფლება ათამაშებდეს ქვის კვერცხებს. ცნობილ ლირიკულ ტექსტთა ციტირებას (თან ცუდად) როგორღაც სააკაშვილიც ახერხებს და იქნებ ცოტა მეტი დრო დაუთმოს მოსაწყენ პოლიტიკურ პროზას. შეგახსენოთ, პირველ ყოვლისა რა მარცხდება პოლიტიკაში? - არაადეკვატურობა!.. ავტორი ლაშა ბუღაძე
გალაკტიონი
გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა, რომ მან, ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა, იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა, ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა. . .
სინამდვილეში აი რა მოხდა:
გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს, არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რახან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.
Жизнь — это небольшая прогулка перед вечным сном.
Одиночество - это когда некому рассказать сон.
Настоящий мужчина должен
отличать Гоголя от Гегеля, Гегеля от Бебеля, Бебеля от Бабеля, Бабеля от
кабеля, кабели от кобеля, кобеля от суки, а суку от порядочной женщины!
Все люди делятся на две категории: те, кто борется с трудностями, и те, кто от них прячется. Вторым легче. (к/ф Запах женщины)
Анна садится в такси, я тихонько захлопываю дверцу, она улыбается мне из-за стекла, и машина трогается… В хорошем кино я побежал бы за ее такси под дождем, и мы упали бы в объятия друг другу у ближайшего светофора. Или она вдруг передумала бы и умоляла бы шофера остановиться, как Одри Хэпберн – Холли Голайтли в финале "Завтрака у Тиффани". Но мы не в кино. Мы в жизни, где такси едут своей дорогой.
-თბილისი შემოდგომის პირზე ლამაზდება განსაკუთრებით, აგვისტოს დამლევს რუსთაველის პროსპექტი მოულოდნელად ივსება ახალგაზრდა, მზისგან დამწვარი სახეებით.
ამ ქუჩაზე გავლა კარგია თბილისთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ.
გურამ რჩეულიშვილი პირველად სწორედ აქ გავიცანი. ის მაშინ, მგონი, ხევსურეთიდან ახლად დაბრუნებული იყო, ერთ ცნობილ გერმანელ მწერალთან ერთად ემოგზაურა და მისი პირადი ტრაგედიის უნებური მოწმე გამხდარიყო. ამ ამბავზეა დაწერილი მისი მოთხრობა „სიკვდილი მთებში“.
თავისი გარეგნობით გურამ რჩეულიშვილი საგრძნობლად გამოირჩეოდა ზედმიწევნით გამოწყობილი სხვა ახალგაზრდა თბილისელებისგან: ფართოდ გაღეღილი, თითქმის შარვლის ქამრამდე ჩახსნილი პერანგის პირი, მოკლედ შეკრეჭილი თმა, ძლიერი, დაჟინებული გამოხედვა…
დიდი, უხეში, მძიმე ფეხსაცმელები თითქმის მიწისკენ ეზიდებოდნენ მის სხეულს და, ამავე დროს, მთელ მის არსებაში იგრძნობოდა რაღაც მოუსვენარი, ამტყდარი, თითქოს უეცარი ნახტომისათვის გამზადებული…