Kasutaja MaR1K0o0 päevik

MaR1K0o0
29, Tbilisi, Gruusia

12.02.2010


ეს სიყვარული გავდა ბავშვობის

დროინდელ ზაფხულს, აგარაკს, ნიავს

რაღაც უწინდელს, რასაც დავშორდი –

ხეებზე ღამეს, მთვარეს და ქლიავს.

წყაროზე წასვლას, დასუსხვას ჭინჭრით

ზღაპრებს ბუხრის წინ, საუბრებს გვიანს

და როგორ მტკივა, და როგორ მიჭირს,

როცა მკვდარია და თვალებ-ღია

ეს სიყვარული, ოდესღაც წიწკვი,

ნაძვის ახალი წიწვივით ბასრი,

სურნელოვანი შუადღის სიცხით

და ნაძვის ჩრდილში მოსული აზრით: -

“რომ შენ მიყვარხარ” და რომ ეს გავდა

მინდორში დევნას ფრინველის ჩრდილის,

თეთრ პერანგს გასვრილს ბალახით, ანდა

მუხლებზე სისხლს და მშობლების ჩივილს.

ეს სიყვარული ცივ წყაროს გავდა,

პეშვით რომ ვსვამდი და წყურვილს კლავდა,

რომლითაც იმავ ჭრილობებს ვბანდი

სულსა და სხეულს, მუხლთან და მკლავთან.

და სული ჩემი სიყვარულს ამას

ყველაზე მყუდრო სახლივით გრძნობდა,

აივნებიდან ხედავდა ლამაზს –

მზის ჩასვლასა და ამოსვლას სოფლად.…



მონატრების მელოდია ჩუმი...
შემოდიხარ...
მავსებ ნაზი ბგერებით...
გულის ფეთქვა ახმოვანებს დუმილს...
გხატავ...
გხატავ ჯადოსნური ფერებით!..
ფუნჯი ისე ჩაკონვია ტილოს,
ვიოლონოს სიმებს
როგორც ხემი!..
ღმერთო,
ცოდვა როგორ ავიცილო?!
ხარ სასჯელი-
სიყვარული ჩემი!.


12.02.2010

მომნატრებია თოვლი ქათქათა,
ქარი რომ მაყრის, ფიფქებს სახეში...
მთელი ზამთარი ისე გათავდა...
რომ, ვერ გავაბი თოვლი მახეში...

დღეები, ისევ უშენოდ თრთოდა...
ზამთარში მაინც მაწვება ბინდი...
მახსოვს,
თოვლს შენი სურნელი ჰქონდა...
ჰოდა, გათოვდი ამაღამ, მიდი...


12.02.2010

.შენ მოდიოდი ისეთ თოვაში...

...თითქოს ზამთარი... გაყრიდა სიცილს...

...ფიფქებს ჭაღარა... გაევლო თმაში..

...და... რა საოცრად... გშვენოდა იცი?!.

სიცივისაგან შეფაკლულ ღაწვებს..

...ვარდის ფურცელი ეფინა თითქოს..

...შენ მოდიოდი თოვლიან გზაზე..

..და ნაკვალევში... ტოვებდი... სითბოს.



  5 ოქტომბერი: დღეს ჩემი ცხოვრება დაიწყო, თუმცა ჩემმა მშობლებმა ამის შესახებ ჯერ არ იციან.
უკვე ყველაფერი ვიცი ჩემზე, გოგონა ვარ, რომ დავიბადები ქერა თმა და ცისფერი თვალები მექნება, ყვავილები მეყვარება...
19 ოქტომბერი: ზოგიერთი ადამიანი პიქრობს, რომ მე ჯერ ადამიანი არ ვარ, მაგრამ პატარა პურიც ხომ პურია???... 
23 ოქტომბერი: უკვე პირის გაღებაც შემიძლია, როგორ მიხარიააააა...1 წელიწადში უკვე სიცილიც მეცოდინება, მერე კი ტიტინით ლაპარაკი. ისიც კი ვიცი რომ ჩემი პირველი სიტყვა დედა იქნება...
25 ოკტომბერი: დღეს ჩემი გულის ძგერა ვიგრდენი.
2ნოემბერი: როგორი პატარა თითები მაქვს..., რომ დავიბადები ჩემს დედუცის თმებზე მოვეფერები
12 ნოემბერი: ყოველ დღე ვიზრდები უკვე ხელებსაც კი ვამოდძრავებ.
20…


თუ შენს თვალებზე
ცრემლი გაბრწყინდა,
და გული შენი მწარედ
მწარედ ატირდა,
თუ მეგობარი
გვერდით დაგჭირდა
მენდე ჩემს მეტი
არავინ გინდა!!!
 


12.09.2009

მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გამოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული,შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას.


07.07.2009

 თვალებს შეუძლიათ _ იცინონ
თვალებს შეუძლიათ_ იტირონ
თვალებს შეუძლიათ_ იცქირონ,
შემდეგ დაღლილებმა _ იძინონ
თვალებს შეუძლიათ _ შეყვარება
თვალებს შეუძლიათ_ დავიწყება
თვალებს შეუძლიათ_მოგონება
თვალებს ძალუძს შეჩვენება, ბოღმის
შეჩერება, შეკავება
თვალებს ბევრის გული შეუცვლია
თვალებს ბევრი რამე შეუგრძვნიათ
სანამ სიყვარული იარსებებს თვალებს
ყველაფერი შეუძლაით..


21.06.2009

mindoda shentvis momedzgvna leqsi
magram sityvebis ar meyo nusxa
da amitomac gidzgvni am werils
rom chemi gulis sheigrdzno suntqva
sheni lamazi saxis daxatva
ver shevdzel, radgan ver vnaxe peri
romelic tuchebs mogixatavda
da iqnebodi tvalit shesaperi
sheni lamazi xmis harmonia
yurshi chamesmis me gamudmebit
sheni saxelis yru melodia
gulis sigrmidan nazad momesmis
da agar shemwevs imisi dala
rom kvlav warmovtqva sheni saxeli
me vegar shevdzleb amis damalvas
da amitomac gidzgvni ar werils
mindoda shentvis momedzgvna leqsi
leqsi ritmebit gamdidrebuli
magram gigzavni am mcire werils
werils dawerils grma siyvarulit'


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.