Kasutaja goga123456 päevik

goga123456
49, Batumi, Gruusia

ყველა ქალი ბოლო ბოლო ქალია,

ხან ყინვაა, ხანაც ცეცხლის ალია,

აფეთქდება? ტყვიასავით მალია,

მინელდება? ჩაგებული ხმალია.

ქალი ღმერთის უცნაური ქნარია,

ხან ნისლია, ხან ხილული ქარია,

თუ გაუღე მას ბოლომდე კარია

წაგიტაცებს როგორც ნიაღვარია.

ქალმა თუკი განდო გულის ნამალი,

ვერ გაგკურნავს შენ ვერცერთი წამალი,

გადალახო....ცხრა მთა, ცხრა ზღვა, ტრამალი,

ტყუილ სძებნო შენ იქ სხვა სამალავი.

ქალი? ქალი ტკბილი და ცხარეა,

ზოგჯერ მზეა, ზოგჯერ დილის ცვარია.

ერთ დღეს ხედავ მისხლტის ვერცხლის წყალია,

მეორე დღეს გელოდება წყნარია....

რადგან ქალი ბოლოს მაინც ქალია


ჩემში ღრმად, მე შენთან ერთად ვარ. მე არ გიყურებ შენ თვალებში, არ ვიცი რას აკეთებ, არ ვიცი შენი თითოეული წერტილი, არ ვიცი რა საჭმელი გიყვარს, არ ვიცი რა ფერს ანიჭებ უპირატესობას, არ ვიცი შენი მძიმე სუნთქვა, როცა აღელვებული ხარ, არ ვიცი შენი სურნელი, არ ვიცი გემოვნება, მე ვიცი მხოლოდ შენი სიტყვები ” მე არასოდეს შევიყვარებ ” გავიგე თუ არა, იმ წამსვე გაჩნდა გულში ჯინიანი სურვილი შენთან ერთად ყოფნის, ვინ იცის იქნებ ეს უბრალოდ გიჟური დაჩემებააა, ან ფანტაზიანარევი სურვილი, მაგრამ როცა შენ არ ხარ ჩემი, როცა მე შენზე არაფერი არ ვიცი, როცა შორიდანაც ვერ გიყურებ, არ მესმის შენი ასავალ-დასავალი მაშინ…


სულიმეხუთება, ქუჩაშისიჩუმისხმაურია,
დაამოთახიდანერთიკარიადაგასაქცევი,
დე, შენრაიციდასამყარომიმდენადაურია,
ვიდრემეყოლები, ალბათდედამიწადაიქცევა!..
დრო მოვა – გეტყვი, რომ ლექსები ყველაზე ნამდვილია,
ყველა არტერია სევდით გამიჟღინთა სიმარტოვემ,
დე, შენ რა გესმის და სიკვდილი იმდენად ადვილია,
ვიდრე მეყოლები, ალბათ პოეტობას მივატოვებ...
ღმერთი გასწყრომიათ, კერპებს მოუნდომეს გაღმერთება,
ღმერთსაც არ ჰქონია ბედი ამნაირი გაღმერთების,
დე, შენც ჩემნაირად სულში გალაქტიკა ჩაგეტევა,
არცერთ წაქცევას და არცერთ წაგებას არ დანებდები.
სარკმლის მინები კი თეთრი ფანტელებით დაფერილა,
ვერვინ გამიგო და შენ ყველაზე უკეთ ხვდები, იცი რატომ,
სისხლით რახანია ლექსი აღარცერთი დაწერილა,
სისხლის ყველა წვეთი დე ხვალ–ზეგ შენ უნდა გიწილადო.
ჩემს სახლს სახურავად წვიმის დაწყება და ზეცა ხურავს,
ზეცას პოეტურად ერთი ვარსკვლავი და სევდა…


წერილი შენ, რომელმაც ჩემი ძარღვის ყველა ნერვი გაარღვიე, ყველაზე შეშლილ იდიოტ არსებად მაქციე, ფილმები ცხოვრებაში გადმომატანინე და დამაჯერე, რომ ცხოვრებაც ფილმის მსგავსი გარემოა, მაგრამ შენც ხომ გინდოდა ამის დაჯერება?... მე კიდევ ყველა აკვიატება სინამდევილედ გიქციე თითქოს, და ალბათ მოგწონდა.. მოგწონდა უკვე შენზე დამოკიდებული მეოცნებე გოგონა, რომელიც შენი თვალებით უყურებდა სამყაროს, შენი ღიმილით იცინოდა, შენი ტკივილისგან, რომ ტიროდა, შენი გამოხედვა, რომ აფორიაქებდა და დილით შენზე ნერვიულობით შეშინებული, დაფეთებული თვალებით, რომ იღვიძებდა. იცი ამ გოგონას ენატრები, უფრო სწორად ის სამყარო ენატრება, რომელიც დააჯერე რომ მართლა არსებობს, მაგრამ წახვედი და ყველაფერი თითქოს ერთიანად ჩამოინგრა. იცი ამ გოგონას მეგობრებმა უთხრეს, რომ ეს გამოგონილი…


ერთხელუნივერსიტეტშიპროფესორმასტუდენტსკითხვადაუსვა.

პროფესორი: ღმერთიკარგია?

სტუდენტი: დიახ

პ: ეშმაკიც კარგია?

ს: არა

პ: სწორია. მიპასუხე შვილო, დედამიწაზე ბოროტება არსებობს?

ს: დიახ

პ. ბოროტება ყველგანაა და ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ხომ მართალია?

ს: დიახ

პ: ე.ი. ვინ შექმნა ბოროტება?

ს: ...

პ: დედამიწაზე არის სიმახინჯე, თავხედობა, ავადმყოფობა, უმეცრება?ეს ყველაფერი ხომ ნამდვილად არის?

ს: დიახ, სერ

პ: ვინ შექმნა ისინი?

ს:,...

პ: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს 5 გრძნობა აქვს იმისთვის, რომ მის ირგვლივ მყოფი სამყარო აღიქვას. მიპასუხე შვილო, როდისმე გინახავს ღმერთი?

ს: არა, სერ

პ: გვითხარი, ღმერთის…


1. ნუ ისურვებ ფულს საკუთარი სიამოვნებისთვის.
2. მოგწონს - თქვი.
3. იცხოვრე დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარაა, ხვალ კი შეიძლება არ დადგეს.
4. გაუგებარია - იკითხე.
5. გინდა სეხვდე - დაპატიჟე.

6. გსურს რამე - ითხოვე.
7. ნურასოდეს იკამათებ.
8. გინდა რომ გაგიგონ - ახსენი.
9. თუ დამნაშავე ხარ - თქვი ამის შესახებ და ნუ მოძებნი თავისგამართლებას.
10. ყოველთვის გახსოვდეს რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ის ხშირად არ ეთანხმება შენსას.

11. ნუ გექნება უგუნურებთან ურთიერთობა.
12. ცხოვრებაში მთავარია - სიყვარული, დანარჩენი - ამაოებაა.
13. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია.


მიუწვდომელსა და უზომოდ მახლობელს შორის
შენ იწყები
და შენი სუნთქვა აღწევს ჩემამდე,
შენ – ასეთი უცხოცა და ჩვეულებრივიც...

როდესაც მართლა გადავიღალე სასწაულის
და კიდევ რაღაც უსახელოს უაზრო ძებნით,
როდესაც ნელა,
მაგრამ მაინც შევეჩვიე საკუთარ ფიქრებს,
შენ გამოჩნდი, და გვიან მივხვდი,
რომ სწორედ ასეთ გამოჩენას ერქმევა პოვნა
და იმის პოვნა, რაც არასდროს არ გიძებნია,
უკვე მართლაა სასწაული და კიდევ რაღაც –
მიმზიდველი და უსახელო...

და შენ ნელ–ნელა ჩაეტიე ჩემს ოცნებაში,
ჩემს ჩვეულებრივ სიმარტოვეში შემოაღწიე
და ჩასახლდი ყოველ საგანში –
ჩემს ირგვლივ რომ ავსებს სამყაროს,
ოღონდ იმ ერთი გრძნობის თანხლებით,
რომ ესეც მხოლოდ უადგილო წარმოსახვაა!

ამიტომ არ ხარ არც შორეული
და არც ისეთი მახლობელი –
ფიქრებს რომ უნდათ გამოაჩინონ და დამაჯერონ.

სადღაც, ჩემსა და სიჩუმეს შორის
შენ იკარგები
და მერე ისევ გამოდიხარ იდუმალი სარდაფიდან
და მოგაქვს…


Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.