Kasutaja seliseli päevik

seliseli
34, Warsaw, Poola

არ ვარ ამაყი, მაგრამ უღირსს ბოდიშს არ ვუხდი!
ძუნწი არა ვარ, მაგრამ მდიდარს არ გადავუხდი!
ადამიანო! შენს შეცდომებს რად ხვდები მაშინ,
როცა სიცოცხლის უკანასკნელ ფურცელს გადაშლი?!
მე რომ ვმართავდე ამ სამყაროს თუნდაც მეასედს
არ მივიღებდი კარენინას,ბოვარს, მე ასეთს
და ამბობს აქეთ ტოლსტოი და იქიტ ფლობერი-
"მერე რა, თუკი ვერ გახდება ბევრის მფლობელი?!"
იყო დრო, როცა დიოგენე კასრში ცხოვრობდა,
მაშინ ვიღაცას არც ეს ჰქონდა და მათხოვრობდა,
მე სიღარიბეს ვუშველიდი "შაგრენის ტყავით",
არ გავუშვებდი სტუმრად მოსულს ჩაით ან ყავით...
შავკანიანი ბიგერივით ვოცნებობ ყოფას,
მაგრამ არ ვცდილობ ოცნებების,სხვისის,ხელყოფას...
და ვიცხოვრებდი, გიკვირთ ალბათ, მე იმ გიჟებთან,
სადაც მაკმერფი "გასართობად" თავს იგიჟებდა...
მე აღვადგენდი, უცილობლად, აღებულ ტროას,
დავასახლებდი იქ მეომრებს, თუნდაც მარტო ასს...
თუ ჩემს ბნელ ოთახს მოიცავდა უძღები სევდა-
დავიტირებდი მკვდარ შვილს, როგორც…


გულში დაგროვილ ოცნებებს ვფანტავ დროც რევოლვერის მიზანში მიღებს.. ქარია ვიცი დღეს შენს ქუჩაზე ჩემთან კი წვიმა სევდით ქვითინებს დარდების დავთარს ირიბად ვფურცლავ, იქნება ჩარჩა სადმე ღიმილი.. გულს ხომ ყოველთვის სიამე უნდა ვით იასამანს ნაზი სიცილი.. ჩემი ლოდინიც კლდის კიდეს გასცდა ალიონს ეკვრის მუქი ფერები შენი ტუჩების სითბო მომაკლდა დარდმა დაიწყო გულზე ხელები ვის გაუგია ნადირის დაღლა ამ გულში თითქოს მხეცი ღრიალებს ჩემი სიბრაზეც ჰორიზონტს კარგავს სულში მეკობრის დროშა ფრიალებს სული არ გიშვებს გულს არ ეთმობი დარდის ქარბუქში ცოცხლდება მითი ბორკილებს მადებს მთვარე ხელებზე მე სიყვარულის გითხარი ფიცი უშენოდ წამიც არ წამობს სულში ჯვარცმის ზიარით ტანჯვას ვეძლევი ჯანდაბას თუნდაც ასე სიკვდილი…


  დღეს მოგონებებს ბავშვივით ველი... ვიცი წარსული ფიქრებს გამანდობს... მე თავს მახსენებს, ტკივილი ძველი... იმაზე მეტად... როგორც არასდროს... დღეს, მახსენდება ბავშვივით მღერა... ვივიწყებ წყენას, ფიქრებს სადარდოს... ყველაზე მეტად წარსულის მჯერა... იმაზე მეტად... როგორც არასდროს... გულში ვინახავ მაგ სათუთ ღიმილს, შეხედე, მაღლა ცა რას ნავარდობს, მე უშენობით ვარ მოწყენილი, იმაზე მეტად... როგორც არასდროს... შეხედე ცაში რა ფერებია, ღრუბელი ღრუბელს მზესთან ღალატობს, მე შენი ფიქრი მომფერებია... იმაზე მეტად... როგორც არასდროს..


ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ, მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა, ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია, გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას. გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება, რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი, თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად, რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი. ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ, შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება, და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე: ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები, გულს საკუთრებად დარჩა შენი გულისნადები.


04.02.2012

არ მინდა ტყუილი,სიცრუე მახინჯი,

ვიცი სიმართლე და მაინც მოგელი...

არ გეტყვი, არ მოგწერ,არ მინდა გიჩივლო,

რამდენჯერ ვიტირე,რამდენჯერ გიფიქრე,

რამდენჯერ გეჩხუბე და კვლავ ჩაგეხუტე...

მოგეფერე ან სულაც გაგიღიმე...

რამდენჯერ ვკითხე ღმერთს:

-უფალო რა ხდება?

-უნდა დავიჯერო,ნუთუ კვლავ დაბრუნდა?

არ მინდა იცოდე ახლა რას განვიცდი...

და იცი რა არ მინდა ყველაზე ძალიან?

გავსვარო ეს გრძნობა სიცრუის ტალახით

და ირონიის სამოსით შევმოსო,

არც ცოდვის ვაშლები დავაწყო სუფრაზე

და გველის სიბრძნეს ამოვაფარო...

არ მინდა!... და მაინც იცი როგორ მინდა?

ვიტირო,ვიყვირო,გული მოვიოხო!

ძლიერი ქალის მანტია ვისროლო

და ერთხელ მაინც მნახო რა სუსტი ვარ,

რა უსუსური და უძლური, მშიშარა...

მოგინდეს ჩამიკრა და აღარ გამიშვა...

შორს მოისროლო ის ჩემი მანტიაც

და უბრალოდ მითხრა:_,, ძალიან მიყვარხარ!"


ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ, მეტოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა, ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ - გულს არ სდომია, გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას. გულმა ისურვა შენი სრული დასაკუთრება, რამეთუ გულის ცხრაკლიტულში ხარ ჩაკეტილი, თვალნი თვალს თვლიან მაგ მშვენების ნავსაყუდრებად, რადგან თვალებში ჩანს ეგ სახე გამოკვეთილი. ამ სამსჯავროზე მოსამართლედ დადგა გონება და მოდავენი უკვე დავით აღარ სცოდავენ, შენი მშვენება განაწილდა, როგორც ქონება, და მესაკუთრედ აღიარეს ორივ მოდავე: ჩემს თვალებს ერგო ეგ თვალები მარად მნათები, გულს საკუთრებად დარჩა შენი გულისნადები.


 ძნელია ადამიანობა… ძნელია სულ ისე იარო, რომ არ წაიქცე… ხანდახან ეკალსაც გაკრავ მხარს, ხანდახან ხავსსაც მოეჭიდები…მაგრამ არ შეჩერდე… წამოდექი და მეტი შემართებით გააგრძელე გზა… ადამიანი სწორედ იმით ფასდება, თუ რამდენად ღირსეულად გადაიტანს განსაცდელს…


გააჩერე დრო და იარსებე იმ ადამიანებთან ერთად ვინც მართლა გიყვარს...ვისთან ყოფნაც გიხარია და თავისუფლად გრძნობ მათ გვერდით თავს...ხოლო დანარჩენი ადამიანები უბრალოდ მოძრავ დროში დატოვე... იცხოვრე სიყვარულზე შეყვარებულმა და შენ ბედნიერი იქნები... ყოველთვის გააკეთე ის რაც გინდა...იარსებე და იფიქრე გულით...არ დაკარგო დრო დარდისთვის... მოერიე შენ თავს და შენ ცხოვრებასაც მოერევი... წასაშლელი წაშალე და იცხოვრე მასთან ვინც შენი ფასი იცის..


Rodis daicko ... rac daicko ... ratom daicko ? ... Rodis ikneba ... Rac ar iko ... an ki ra iko ? ... Rodis daingra ... An rac daingra unda mdgariko ? ... Ra azri hkonda ...An ra arsi ... Gza tu ar iko ...zez?


არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...

მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,

ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...

არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,

გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის

შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში

და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.

უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს

ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,

ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ

და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...

მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები

რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია

ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..

ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..


← eelmine 1 2 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.