ღმერთმა ასე ინება
-მიგვაქანებს დინება…
მე კი, თუნდაც მისტვინოთ
(ჩემთვის დიდი ქებაა),
ვცურავ საპირისპიროდ
-ესეც მისი ნებაა…
დავტოვებ მიწას,ცის კიდურზე ვიპოვი ბინას,
ნეტავ როგორია ცრემლი, სევდისფერი?
ღიმილს, ნაძალადევს, თან რომ მოჰყოლია....
გიშრისთვალებიან წვიმის მოფერება ნეტავ როგორია....
ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა, გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები, ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის? მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის. თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს, რა ვნებიანია თან ქარი მაისში?! არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის. ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს, თუ არ დამიჯერებ
ტანო ტატანო გულწარმტანო
უცხოდმარებო,ძირფოკლავებო
მომკლავებო ვერსაკარებო
წარბ წარბ წარბთვალნო,მისათვალნო შემაზარებო
ძოძლავ ბაგეო,დამდაგეო,სულ სამარეო
პორო მთვარეო,მომიგონე მზისა დარებო
ჩემა გონებამ მიმამსგავსა მილეულ მთვარეს
სიცოცხლის ნაცვლად მოვისწრაფი
სიკვდილსა მსწარეს.
მოდით მიჯნურნო,შემიბრალეთ მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ დამპალ სამარეს,
ვახ სიცოცხლეო,უკუღმართო და ნაცარებო,
ვახ სიცოცხლეო უკუღმართო და ნაცარებო!!!