Kasutaja sherlok-holms päevik

sherlok-holms
39, Tbilisi, Gruusia

ვარდისფერი სათვალეები ვიყიდე, მერე ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი, გავიკეთე და ფერშეცვლილი ცის ყურებამ უამრავი იდეით ამავსო.....
გინდა სახლის უკან გავიპაროთ და ცაში ავუშვათ ყულაბაში მოგროვილი ფულით ნაყიდი ფერადი ბუშტები?... მერე საკუთარი ანბანი გამოვიგონოთ და ერთმანეთს საიდუმლო წერილები მივწეროთ, თუ ვინმე მიაგნებს, ვერაფერს მიხვდება...
ანდა კითხვისგან გაცვეთილი წიგნები წამოვიღოთ ბიბლიოთეკიდან და ჩვენთვის საინტერესო ციტატები ლამაზ რვეულებში ფერადი ფლომასტერებით გადმოვიწეროთ...


მუსიკაც წიგნივითაა, სხვადასხვა სამყაროში შეიძლება გადაგიყვანოს, თუ თვალებს დახუჭავ და გამოეთიშები მთლიანად გარემოს... რაც უფრო ბევრს უსმენ და მრავალფეროვან ჟანრს ირჩევ, მით უფრო მრავალფეროვან განცდებს გიტოვებს.
ნებისმიერი ცუდი განწყობის საუკეთესო წამალია და ხშირად საოცარ და არაორდინალურ გადაწყვეტილებებსაც მოგაფიქრებინებს, სიცოცხლის ხალისს დაგიბრუნებს და ახალ იდეებს გაგიჩენს... ყველაზე თავისუფალი და ყველაზე საინტერესო ქვეყანაა ამ დედამიწაზე, სადაც უფასოდ, ვიზის და ბარგის გარეშე შეგიძლია მოგზაურობა, მთავარია მოუსმინო...
ვთვლი რომ ყველა ადამიანის დილა მელოდიების მოსმენით უნდა იწყებოდეს...
ჩართეთ, აუწიეთ ბოლო ხმაზე, ისე რომ მეზობლებსაც აიძულოთ მოსმენა, თქვენ ხომ ამით ირიბად ეხმარებით განწყობის ამაღლებაში... თავიდან შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ მერე თანდათან მათაც "მოარჯულებთ". :))))
ვფიქრობ დიდები იმიტომ არიან მოწყენილები…


ის მაღალია (ჩემზე), შავგვრემანი (ჩემსავით) და წვერებიანი (ჩემგან განსხვავებით)...

ნიჭიერია (ჩემზე), უყვარს ხელოვნება (ჩემსავით) და იცის ბევრი ლექსი (ჩემგან განსხვავებით)...
ოცნებობს კუბაში მოგზაურობაზე, აქვს საინტერესო იუმორი და ხან ბრძენია, ხანაც ბავშვურად მოაზროვნე (ჩემსავით)...
იცვამს ისეთ ფეხსაცმელებს რომლებსაც გაპრიალება არ სჭირდება, უყვარს შარფები და ატარებს ბაბუის ნაჩუქარ ბეჭედს მარჯვენა ხელზე...
ის ფიქრობს, რომ მე ”ბებერი” და კარგი ვარ, მეც ასე ვფიქრობ მასზე...
მას შეყვარებული უკვე ჰყავს , მე არა...


ზამთარი ისე უმტკივნეულოდ და სწრაფად გაილია, არც მწყდება გული რომ ვერ მომაბეზრა თავი. მზე ცისფერ ცაზე უფრო და უფრო ცხელდება და მონატრებულ სითბოს ფანჯრის მინებში ჯიუტად ატარებს, მე ნაავადმყოფარი და დასუსტებული ჩუმად ვეპარები სუფთა ჰაერს და ჩემგან შეუმჩნევლად ქვიშის საათივით კვლავ ვივსები ახალი მიზნებით და სურვილებით. უცნაურია, ისე სწრაფად მივივიწყე ყველა ოცნება როცა ცუდად ვიყავი, ერთი ოცნების გარდა, კარგად ვყოფილიყავი... ეს მინდოდა მხოლოდ და ახლა ჯერ კიდევ დასუსტებული უკვე ცარიელი კედლებს ვაწყდები, როგორც ჰაერით ავსებული ბუშტი, რომელიც ღია ფანჯარას ეძებს რომ გასხლტეს სახლიდან და მაღლა აიჭრას... თუმცა მაღლა აფრენა ჯერ ნაკლებად მინდა, მირჩევნია ამწვანებულ ბილიკებს დავადგე და მინდვრისაკენ გავუყვე გზას,…


სამსახურში ვარ, თუმცა ჯერ უსაქმოდ... საბუთებს ველოდები, ვრთავ მუსიკას დაბალ ხმაზე და ჰანგებს მუზები მოყავთ ჩემამდე. მელოდია ისეთია, სკამზე აგაცეკვებს, მაგრამ რაკი აქ ვზივარ და "სხვაგვარად არ ძალმიძს", ვიწყებ წერას და უნებურად ოცნებით იმ სამყაროში გადავდივარ, სადაც ეს ჰანგები იშვა.

კუბა, ჰავანა...

არ ვიცი რატომ, ამ ქვეყანაში მოგზაურობა აკვიატებულ ოცნებად მექცა და ეს მათი ცეცხლოვანი მუსიკის და ფილმის "ბინძური ცეკვების" დამსახურებაცაა ალბათ.

Roberto Anglero-ს ნამღერი თანდათან იპყრობს ჩემს გონებას, წარმოსახვა უფრო მეტად მიმძაფრდება და მე კუბაში ვარ...




მე ამაყი ვარ იმიტომ რომ:

1. მიყვარს წიგნების კითხვა და არასდროს დამზარებია სწავლა;
2. შემიძლია ფიქრი და სწორად აზროვნება;
3. საკუთარი შრომით ვაფინანსებ თავს და ყოველთვის ვეცდები, არ ვიყო ვინმეზე დამოკიდებული;
4. მყავს განათლებული, წესიერი და შეგნებული მშობლები;
5. მყავს ცოტა, მაგრამ კარგი და სანდო მეგობრები;
6. არავისთვის მიღალატია და სიბოროტე არ გამიკეთებია არასდროს;
7. ვხედავ ჩემს უარყოფითს და ვცდილობ მოვინანიო და გამოვსწორდე;
8. მწამს ღმერთის და თითქმის არასდროს ვკარგავ იმედს;
9. საკუთარ თავს ყოველთვის მოვუწოდებ ყველაფერში პოზიტიური დავინახო, სწორად აღვიქვა რეალობა და ვახერხებ კიდეც;
10. ჩემთვის სასიცოცხლოდ გადამწყვეტ ფასეულობებს არ წარმოადგენს მატერიალური ნივთები, სხვადასხვა ფუფუნების საგნები და არ ვოცნებობ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე რომელთათვისაც ეს მნიშვნელოვანია;
11. ვაფასებ იმას რაც ფასეულია,…


ნეტავ შემეძლოს ტყის სახლში შემოტანა, მოშრიალე ხეები მუდმივ გაზაფხულს და სიმშვიდეს შემომინახავდნენ... პეპლები და მოჭიკჭიკე ჩიტები იფრენდნენ გარშემო და ოთახის ერთი კუთხიდან მეორე კუთხემდე მოწანწკარე ნაკადულიდან დალევდნენ წყალს, ხის ტოტებს წიგნის თაროებად გამოვიყენებდი და გაღებული ფანჯრებიდან მზეს შემოვიტყუებდი.

დიდ ფუღუროში ჩემს საყვარელ, ლამაზი ჩაის ჭიქების კოლექციას შევინახავდი და სტუმრად მოსულ მეგობრებს მუხის ძირში ვუმასპინძლებდი... აივანზე მზესუმზირების პატარა მინდორს გავაშენებდი, მათ ხომ მზე უყვართ და ამიტომაც მივუჩენდი აქ ადგილს. პატარა მთებიც მექნებოდა საძინებელ ოთახში და ყოველ ღამე მთის ძირში დავიძინებდი... დილით კი მათ თავზე ამოწვერილი მზის ყურებით დავტკბებოდი...
სკამებად ხის კუნძებს დავდგამდი და რბილი ხავსით მოვრთავდი, ფარდების მაგივრობას ტირიფის ტოტები გამიწევდა,…


რატომღაც მგონია, რომ ადამიანებს არაფრად გვიღირს ჩვენი სიცოცხლე...

იმდენ დროს ვკარგავთ უაზროდ, ფიქრის და მოქმედების გარეშე, დავდივართ მოღუშულები, ცუდად ვექცევით ერთმანეთს, გულს ვტკენთ და ზურგს ვაქცევთ, ოჯახური პრობლემებით ვმძიმდებით და ჩვენი ფიქრები მატერიალური ხდება, დღეები გადის ისე, რომ საღამოს ძილის წინ არაფერი გვაქვს გასახსენებელი რა გავაკეთეთ კარგი და სასარგებლო საკუთარი თავისთვის თუ სხვა ადამიანებისთვის, ყველაფერზე გვაქვს პრეტენზიები, თითქმის არაფერი არ მოგვწონს, ვაკრიტიკებთ და უამრავს ვწუწუნებთ.
ამ ყველაფრის ფონზე ბევრი რამ გვრჩება შეუმჩნეველი, ბევრი პატარა ყოველდღიური სასწაული გვეპარება ყურადღების მიღმა, დადებითი ემოციების მიღებას ვერ ვახერხებთ, თუმც არც ჩვენ გავცემთ ბევრს არაფერს, და თუ მცირე ნაბიჯს მაინც გადავდგამთ, ყოველთვის სამაგიეროს მოლოდინით მხოლოდ. ახალი წლის…


დღეს მე ჩავრთავ ყველა იმ სიმღერას რომელიც დაგროვდა ჩემს ”კომპიუტერულ საქაღალდეში” ამ წუთამდე... მერე ფანჯრებს ბოლომდე გავაღებ, იატაკზე დავჯდები, ძველ წერილებს ამოვალაგებ და გარედან შემოსულ მზის სხივებთან ერთად დავტკბები მელოდიების მოსმენით, გაყვითლებული ფურცლების ქექვით და კითხვით...
შეიცვლება სიმღერები, წერილები, ერთი მეორეს ჩაანაცვლებენ მელოდიები და შემსრულებლები, ზოგი უკვე მობეზრებული, ზოგი მივიწყებული, ზოგი სულ ახლახანს მოწონებული... ყველა თუ არა, უმეტესობა რაღაცას გამახსენებს, ემოციებს განმიახლებს, გამახარებს ან დამასევდიანებს, გავლენას მოახდენს რიტმით და ენერგიით ამავსებს, მრავალჯერ გადაკითხულ წინადადებებს ახლებურად გადამაკითხებს...


აჯაფსანდალი მიყვარს ძალიან, ჩემი საფირმო კერძია, რადგან ხშირად ვამზადებ ხოლმე ზაფხულობით და არ მბეზრდება.
როგორც საჭმელი მიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში, გარშემო "აჯაფსანდალი" მთლად მადისაღმძვრელი არაა ჩემთვის... ახლა ვუყურებ და ვხედავ ნამეტანი ქაოსია, ანუ მესამედ გავიმეორებ უკვე ამ სიტყვას, აჯაფსანდალია... ოღონდ აქ...


← eelmine 1 2 3 4 5 6 7 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.