Kasutaja daduna päevik

daduna
83, Naples, Itaalia

თუ აატირე და მოატყუე ქალი ლამაზი ნუ
იამაყებ ეგ არ არის ძმაო კაცობა
ღმერთის წინაშე რო წარსდგები მერე
ინანებ მაშინ მიხვდები რომ ეგ იყო
არაკაცობა ქალი გენდო ,შეგიყვარდა,
გული განახა და სიყვარული სპეტაკად და
წმინდა ატარა არ მოატყუო თვალზე არ
დააინო ის ხომ სუსტია და თან პატარა არ
გეგონოს რომ შენს გამო ის დაიტანჯება
რამოდენიმე დღე ექნება გულში
დარდები თვალ ცრემლიანი შველას
შესთხოვს უფალს გულწფელად და
უფლის მიმართ დიდ ცოდვაში შენ
ჩავარდები რადგან ყოველთვის
გეშინოდეს ვინც აატირე ის ხომ
ყოველთვის განსაცდელში ღმერთს
შესთხოვს შველას ღმერთი დიდია მას
დაიცავს და დაფარავს გულს
დაუმშვიდებს და მის თვალებს ის მიცემს
შვებას შენ გგონია დაამცირე? გამოიყენე?
შენ გგონია რომ მიაღწიე შენ შენს
საწადელს? მაშინ როდესაც გეგონება
სუფთად გამოდი უფალი მაშინ შენ
მოგივლენს ზლიერ განსაცელს შენს
ატირდები გული ზლიერ…


ქალიაო...დაბრიყვია,თქვენასეფიქრობთკაცები,

ქალიაო...დათუწავა,სხვაზეგადაგაქვთდარდები,
ქალიაო...დავინიცის,რამდენჯერააქვსნაგემი
წახვალთსხვავინმესმოძებნით,თუდაგიწუნესვარდები.
ქალიაო...დარამოხდა,ერთხელთუკოცნითგავძღები,
მერემკერდსმაგრადმოგიჩქმეტ,ღაწვზეთოვლივითდავდნები,
ღამეს,სიზმარადგადიქცევ,აიცოლობასვერდაგპირდები...
თუწახვალთვალებსმოვიფშვნეტდამერემეცავტირდები.
მერექილიკითდაიწყებ,არმომეწონაწავედი
ქალიაო...დარამოხდა,მხოლოდეგაგაქვთსათქმელი,
ახლასხვავინმესმოძებნით,რომგაიქარვოთდარდები,
ღამესპირობითდაიწყებთ,დილითკისადღაცგაქრებით.
ქალივარდივითნაზია,მემებრალებითკაცები,
ეკალიერთხელთუგაგკრავთსამუდამოდბრმადდარჩებით,
მერედაგიდგათდარდები,დაერთადგილასისვარდებიც,
ქალისგარეშევინახართ?როცათქვენსთავთანდარჩებით.
როცაცხოვრებასგახედავ,უკანდატოვესათქმელი,
იმქალში,ქალიეძიესიცოცხლისწმინდანათელი,
იმქალში,დედაეძიე,ცხოვრებისსუფთასანთელი,
მერემიხვდები,ვინცახარ,როცაუმისოდდარჩები.
ქალივარ,ვარდიარავარ,მაგრამმეცმალედავჭკნები,
იმსურნელსმაინცდავტოვებ,რომლითაცთქვენგაბრუვდებით,
ქალისიცოცხლისწამია,თქვენამწამებითდატკბებით,
ჩვენწავალთ,უკანკვლავმოვალთ,ვარდებადდაგიბრუნდებით…


აი იმ დღეს როცა შენგან წავალ,

აი იმ დღეს როცა გეტყვი მორჩა

დავამთავროთ ყველაფერი, ვითომ

არც ყოფილა არაფერი რომ ვთქვათ….



დავივიწყოთ ყველაფერი ისე

გაზაფხულზე რომ გვაწვიმდა მაშინ,

არაფერი აღარ მითხრა შენზე,

არაფერი… თუ მიპოვნი სხვაში.



აი იმ დღეს როცა მოვალ შენთან,

უჩემობით დატვირთული ფიქრით,

შორს წასული თუ მოვყევი სიზმრებს,

გადაბრუნდი მიპასუხე დილით…



აი იმ დღეს როცა გახვალ გარეთ

და იგრძნობ რომ არ მოგყვება მზერა,

თავს გააქნევ, გაუყვები გზას და

ერთი წამით გამომხედავ მჯერა.



მაგრამ მე იქ არ ვიქნები არა,

ყველაფერი ჩაბარდება წარსულს,

გავაყოლოთ, გავაყოლოთ თვალი,

ამ ყველაფერს უკვე გაღმა გასულს…



აი იმ დღეს როცა უკვე სხვები,

მოგაბყრობენ ყურადღების თვალებს

გაიხსენებ იყო ერთი ბიჭი

ხელის გულზე გატარებდა ასე.



გაიხსენე ყველაფერი გულით,

სევდიანი არ გაბედო ფიქრი,

ამ ცხოვრებას დაახვედრე მუშტი,

რადგან იგი არ ჩერდება მიჰქრის….



მე გამცალდა სიყვარულის სითბო,

მაპატიე დამეღვენთა…


შენ რომ სიყვარული დამიტოვე

დააწინაურე ბლოგი
შენ რომ სიყვარული დამიტოვე
ლექსის სტრიქონებდ მაწვალებს.
ასე ძალიან რომ მენატრები
უშენობა რატომ მასწავლე.
იქნებ ჭაღარაში შემერიე
ურცხვად მითვალთალებ ფარულად
იქნებ ნაოჭებში მემალები
ღამით რომ მესტუმრო მალულად
იქნება მუზა მასვი სიყვარულად
მიტომ ვეღარ ვუძლებ მარწუხებს
ირგვლივ სურნელია გაზაფხულის
მე კი უშენობა მაწუხებს
შენ რომ სიყვარული დამიტოვე
მე მას სითამამე ვასწავლე
ახლა მე გპატიჟებ პაემანზე
ახლა მე არ მოვალ და გაწვალებ
ისეთ ქარცეცხლში გაგატარებ
ჩემი წყურვილით რომ იწვოდე
განა შენსავით უგულო ვარ
მაინც შეგიცოდებ იცოდე.


მთელი ცხოვრებაა გეძებ,

მთელი ცხოვრებაა გნატრობ,

იცი?!… შემეშალე ერთხელ,

ახლა მოგაგენი ვატყობ.


აი, ის ღიმილი სადაც

ერთ დროს დავიკარგე უკვე,

ჟამის გარდახდომის დროდან,

ახლა სიგიჟისკენ ვუხვევ.


აი… გაწვიმებას იწყებს,

ხალხიც მოეფარა კედლებს,

მე კი გამოვედი გარეთ

უნდა შეგეფეთო მე შენ…


მე ხომ ფიქრები მაქვს გიჟის,

არანორმალურის ფერი,

დიახ, სიჩუმეა ირგვლივ,

მე კი სიყვარულზე ვმღერი.


ისევ წინათგრძნობის ხმა მაქვს,

მჯერა გამოივლი ქუჩად,

ფეხსაც არ მოვიცვლი არსად,

აქ დაგელოდები ურჩად.


აი გულისცემა სადაც,

დროც კი უჩვეულოდ მოდის,

არა, აღარ მინდა წასვლა,

გრძნობამ მიმაჩვია ლოდინს…


მთელი ცხოვრებაა გეძებ,

ახლა უნდა გითხრა ფიცი,

უკვე გავიზარდე შენ კი

ჩემი ბავშვობა ხარ ვიცი.


როგორ გნატრულობდი ადრე,

ჩემი ოცნებების ლოცვად,

დიახ მოვაღწიე დღემდე

შენი სიყვარულიც მომყვა.


დიახ, ასეთია დილა,

მაინც მოიფიქრებს რამეს

ისევ გამოიღებს სხივებს

ისევ გაანათებს ღამეს,


რაც კი ნატვრა მქონდა ადრე

რაც კი არ ამხდარა ჩემთვის,

იცი?!… გათენებას იწყებ,

და მეც დღის სინათლეს…


რატომღაც უთქმელად მიმატოვე, ვისწავლე დუმილის ენა... დღეებმა მარგუნა სიმარტოვე. ვშიშობ, არ დავკარგი რწმენა.​ ოცნებებს ნისლები დაეფარა, სად ქრება უდიდესი გრძნობა, ღამეებს ძილი არ გაეკარა, ვშიშობ, არ დავკარგო ნდობა. რატომღაც გაფრინდა იმედები, ბავშვობამ დამიძახა კმარა, თითქოს სიზმრებიდან ვიხედები, ვშიშობ, არ დავკარგო ძალა. ვერა, ვერ შევცვალე ვერაფერი, სულმა დაუნდობლად გამთქვა, ახლა სულერთია ყველაფერი, თურმე მიმატოვე მართლა..........❤


26.01.2013

თავს რომ გადაწევ გვერდზე,
დაელოდები თითქოს ჩემ სუნთქვას,
დაელოდები და უსასრულოდ,
მერე სუნთქავ და მერე სუნთქავ,
სუნთქავ ჩემს ჟანგბადს,
ჩემს ღიმილს ჩემს გულს,
ამოისუნთქავ და მერე ყოველი,
შენი ჩასუნთქვა ისევ ჩემია,
შენი თვალების ეგ ღიმილები,
შენი ბაგენის ჩურჩული ჩუმი,
შენი თვალების ეგ წამწამები,
ჩემი გული კი განაწამები,
თავს რომ გადაწევ და ელოდები,
ჩემი ბაგენის ამ ამოსუნთქვას.
სრულად დაგლევ და სრულად გამოგცლი,
როგორც ბადაგი დაწურულს ველზე,
ერთი დღე მაქვს და ერთი ღამე,
ან სულაც კიდევ ასი ათასი,
მაგრამ სიცოცხლე ერთი მაქვს მხოლოდ,
და მე უშენოდ არამაქვს ფასი...


26.01.2013

მორჩა! დღეიდან ლოთობას ვიწყებ,
დარდებს გავანდობ ყანწებს ღვინიანს,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელში გიწვევ
და ქალი რომ ვარ არ მეშინია.

მოგაფრქვევ ღვინის საოცარ სურნელს,
ბახუსის ეშხით განატაცები,
ქალები მაშინ თვრებიან თურმე,
როცა ფხიზლობენ მამაკაცები.

დღეიდან ხელი ავიღე თავზე,
აღარ გავურბი მზერას ჟინიანს,
დუქანში გველის ხელადა სავსე
და კაცი რომ ხარ არ მეშინია.

უცხო მორევში შევყავარ ბორანს
ფიქრში ძნელია ვიცი ღალატი,
თურმე ვცდებოდი,რადგან მეგონა
რომ სიავისგან დამიფარავდი.

გავარდა მეხი….. მიხაკი გაქრა,
დღეიდან ვეტრფი ყანწებს ღვინიანს,
ერთი პატარა ქალი ვარ თუმცა
შენ,რომ კაცი ხარ არ მეშინია!!!


სად დაიბადა ბედნიერება...
ზღვაში? მზეში? თუ ჩვენში?
სად ისახება მისი ზმანება,
ღიმილში? იქნებ ცრემლში?

ზღვა მღელვარეა, ცოტა მრისხანეც,
გრძნობებს ვერ მალავს ვერსად,
თუ რამეს დარდობს გულში ვერ იკლავს,
გულს ტალღებს უშლის წესად...

მზე ნათელია, თითქოს მდუმარე,
რასაც გრძნობს არას ამბობს,
ვინ იცის გულში რა გრძნობებს მალავს, გულში
ვიზე ან რაზე დარდობს...

ის, ვინც იცინის, ბედნიერია?
იქნებ ამით დარდს მალავს?
ალბათ გონია, რომ ამ ღიმილით
სევდიან სახეს ფარავს...

ბედნიერებას სევდა არ ახლავს,
ის ვერ იქნება ცრემლში,
არ იბადება მზეში, არც ზღვაში,
ის იბადება ჩვენში...

ბედნიერება ყველას გვეკუთვნის
თუ მოვიპოვებთ მას,
მისთვის კი ისე უნდა ვიბრძოლოთ
რომ არ წავართვათ სხვას!


05.02.2012

ქალს ნუ აატირებ, იმიტომ რომ ქალი წარმოიქმნა კაცის ნეკნისგან, არა ფეხისგან, რომ დამცირებული ყოფილიყო, არც თავისგან, რომ აღემატებოდეს მას, არამედ გვერდისგან, რომ იყოს შენს გვერდით და შენი თანასწორი, ხელის ქვევიდან, რომ იყოს დაცული და გულის მხრიდან ,რომ იყოს საყვარელი.


← eelmine 1 2 3 4 5 ... 16 järgmine
Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.