....................
39, Tbilisi, Gruusia

მოწყენილია უკუნით ღამეს სველი ქუჩები,

ქუჩის კუთხეში შუქნიშანი თავისთვის ბჟუტავს

მე მენატრება ეგ ქალური. ნაზი ტუჩები,

ეგ თვალები სიხარულში ზოგჯერ რომ ჭუტავ.

ფანჯრის რაფაზე ბავშვივით შემომჯდარი ვუყრებ ასფალტს,

ჩემ წინ შუშაზე იწერება შენი სახელი,

ეს ის ბიჭია რო არავის, არავის არ ჰგავს,

ამას იფიქრებს შემხედვარე ჩემი მნახველი.

წვიმა გადღაბნის ამ ასფალტზე ღერძულა ხაზებს,

მისსავე წვეთით გაიხრწნება სერი „ჟოლობი“

თითო ნასროლი სიგარეტი წააგავს წამებს

გუბის ძირშია გამოცლილი,ძველი კოლოფი.

მოწყენილია უკუნით ღამეს სველი ქუჩები,

ქუჩის კუთხეში შუქნიშანი თავისთვის ბჟუტავს,

ისევ თვალწინ მაქვს ეგ ქალური ნაზი ტუჩები,

ჩემი ნახვისას გიშრისფერ თვალებს ჩუმად რომ ჭუტავ.
  

4 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.