გარ(ე)შოკი
44, Gori, Gruusia


ყუველთვიური ჟურნალ გარ(ე)შოკის მაისის თვის ნომერში გთავაზობთ მეტად საინტერესო ინტერვიუს ჩვენი საიტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წევრ ქეთა რევიასთან იგივე qitiqeti-თან. შეიტყობთ ბევრ თქვენთვის საინტერესო და აქამდე გაუხმაურებელ დეტალებს ქეთას ცხოვრებიდან. შევეცადე, რომ ბერვად მრავალფეროვნად დამესვა კითხვები. რაც შეეხება კითხვას თუ როგორი უნდა იყოს ქეთას ცხოვრების მამაკაცი განგებ არ დავსვი, რადგან ამ კითხვაზე ამომწურავად გაგვცა პასუხი ჩვენმა რესპოდენტმა თავისივე ბლოგში. ვისაც სურვილი გაქვთ და გაინტერესებთ შეგიძლიათ ნახოთ ეს ბლოგი (http://www.face.ge/blog/118512/khetha-acxadebs-rcheulis-msurvelobis-sherchevas/?xref=8_73), ხოლო დანარჩენს ქვემოთ მოცემული ინტერვიუდან შეიტყობთ.

_პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ამდენი ხვეწნის შემდეგ ჩვენს ჟურნალთან ინტერვიუს დათანხმდი.
_
გავითვალისწინე რომ თქვენი მკითხველების ინტერესი უკვე ჯებირებს არღვევდა და ჩათრევას ჩაყოლა ვარჩიე.
_სწორი გადაწყვეტილებაა. მოდი, ჯერ მითხარი როგორ ხარ?
_
2005 წლის 28 მარტიდან ყოველთვის კარგად.
_და რა მოხდა მაგ დღეს?
_დავჭკვიანდი... უცბად და საბოლოოდ. (იცინის)
_რატომ აშინებ შენს თაყვანისმცემლებს? ჩვენ გიჟი ქეთა უფრო გვიყვარს.
_
ნუ იმ დაჭკვიანებამ მოიტანა ეგ სიგიჟეც.
_საინტერესოა. სხვათაშორის მეც ჭკვიანს მეძახდნენ ერთ დროს, მაგრამ ამაზე მერე. ისე, შენთვის როგორი გრძნობაა საიტის ყველაზე პოპულარულ ბიჭს რომ აძლევ ინტერვიუს? ალბათ ღელავ არა?
_
არც ისე. თუ აქ კომპლიმენტი უნდა ვთქვა?(იცინის)
_არაა საჭირო. მოდი, გვითხარი თუ როგორია ქეთა არაინტერნეტ სივრცეში.
_
ტიპიური სწერვა. გათამამებული, უხეში და არასდროს იტოვებს გულში არაფერს... ყოველთვის ამბობს.
_პირდაპირობა მნიშვნელოვანია. რატომ გადაწყვიტე სწერვას იმიჯის მორგება?
_
ხომ ვთქვი დავჭკვიანდი მეთქი? ჰოდა, ჭკვიანი ქალი და არასწერვა სადმე გინახია?
_მოიცა ახლა! წყნარად ამიხსენი. ჭკვიანი გიჟი ხარ?
_
ო, ეგ მძიმე ფილოსოფიური თემაა... არა მგონია საინტერესო იყოს თქვენი მკითხველისათვის.
_ჩვენი მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება სენი ბიოგრაფიის დეტალები და რამეს ხომ გვეტყოდი? ოღონდ არ აგვატირო. კარგი?
_
სატირალი არაფერი მომხდარა... დავიბადე, გავიზარდე, დავანმთავრე სკოლა და უნივერი.
ვმუშაობ და ვცხოვრობ ჩვეულებრივად... ხან კარგად და ხან ცუდად, მარა როგორც ყველა.
_მოკლედ ძალიან სიტყვაძუნწი რესპოდენტი ხარ. გავიბუტე. სად დაიბადე, სად გაიზარდე სად სწავლობდი და რა დაამთავრე არ უნდა თქვა?
_
დავიბადე საქართველოში. გავიზარდე უკრაინაში 12 წლიდან. დავამთავრე ფრანკოს სახელობის ლნუ იურ ფაკი, მარა პროფსიით შრომას არ ვაპირე. ასეთ დეტალებში არასტანდარტული არაფერი მომხდარა. ტიპიური ბოსტსაბჭოეთის ბიოგრაფიაა. (იცინის)
_ესე იგი ლვოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
_
ეს კითხვაა?
_არა. ენთერს დამეჭირა.
_
ბატონო კორესპონდენტო, ეს ასე იყო ნამდვილად.
_ახლა ცოტა ინტრიგანულ კითხვას დაგისვამ. გყავს თუ არა ეგრეთწოდებული ბოიფრენდი?
_
კი. ის ჩემზე 16 წლით უფროსია და უკვე მეორე წელია ერთად ვართ.
_მაგას ჩემო ქეთა, ბოიფრენდი კი არა ოლდმენფრენდი ჰქვია მისი ასაკიდან გამომდინარე.
_
არ უჩივის ჯანს.(იცინის)
_ხომ იცი ჩვენი ჟურნალი ფართო მასებზეა გათვლილი და მე ეს სულაც არ მაინტერესებს. მკითხველის ინტერესებს ვითვალისწინებ.
_
არაა საჭირო ბოდიშები. ამ ფაქტში ვერაფერს ვხედავ დასამალს და სასირცხვილოს. (იცინის)
_დაოჯახებული ხომ არაა ან ხომ არ ყოფილა?
_მე არა.. არასოდეს.
_შენ არა. შენი ბოიფრენდი.
_
ა, ის კი. დაოჯახებულია.
_ინტრიგანული სათაურიც მოვიფიქრე. "როგორ ანგრევს ქეთა დარბაისელი მამაკაცის ოჯახს" როგორია?
_
კაი მარა საქმე იმაშია, რომ არაფერსაც არ ვანგრევ.
_პირიქით შენი სურათებით თუ ვიმსჯელებთ მშენებლობაზეც მუშაობ. რა დანგრევაზეა ლაპარაკი.
_
იყო კაცთან სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნებობდე მისი ოჯახის დანგრევაზე და მასთან ქორწინებაზე... მე ის უბრალოდ მიყვარს და სულაც არ მინდა პრობლემები შევქმნა. ან უარესი ცოლად გავყვე და ეს სიყვარული დავასამარო. რამე გაუგებარი ვთქვი?
_კარგი. ამას ამოვჭრი
_
რატო?
_ძალიან უხერხული რამე მიკითხია. რა ჰქვია შენს ბოიფრენდს?
_
ალექსი.
_ერთმანეთი სად გაიცანით შენ და ალექსიმ?
_
ორი ღამის კლუბის მფლობელია ქალაქში და ერთი სუპერმარკეტის... იმ კლუბებში ხშირად ვხვდებოდით და ახლა ხომ საერთოდ... (იცინის)
_როგორ ატარებს ქეთა მისი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე თითქმის არ არსებულ თავისუფალ დროს?
_
ღამის კლუბები; სექსი; ხოო ძლიერი ფსიქოლოგიური გადაღლების დროს საღამო ლესბი კლუბში მარტოკა.
_ესე იგი ბისექსუალი ხარ?
_
კი. ოღონდ არააქტიური.
_ზემოთ აღნიშნული ბოიფრენდის გარდა სხვა პარტნიორრი თუ გყოლია?
_
კი. რა თქმა უნდა. ორივე სქესის.
_ჯგუფურ სექსში თუ მიგიღია მონაწილეობა?
_
არა. რომ მიმეღო არ დაგიმალავდი, მაგრამ არ მიზიდავს.
_შენი ბოიფრენდი ხომ არ ეჭვიანობს შენს მრავალფეროვან სექსუალურრ ცხოვრებაზე?
_
არა რა თქმა უნდა.
_და არც შენ იმაზე?
_
ვიზე, მის ცოლზე? რა სისულელეა (იცინის). ცოლი უნდა უყვარდეს და იწვეს კიდეც მასთან.
სხვათაშორის ძალიან სიმპატიური და კარგი ქალია. ის პოლონელია. კრაკოვში ცხოვრობს.
_პლატონური სიყვარული გქონიათ და შენთან დაწოლას როდისღა ასწრებს?
_
არა. ის ძალიან ხშირადაა ლვოვში. მე მგონი ჩემი გულისთვის უფო ჩამოდის ვიდრე თავისი ბიზნესის. (იცინის)
_ახლა მითხარი თუ როგორი მეგობარია ირკა.
_იმ ფონზე რომ დედისერთა ვარ ირინა ფაქტიურად დაა.
_ირინკაც შენსავით თამამია?
_
სად ხედავთ სითამამეს?
_დროს ერთად ატარებთ ხოლმე მეტქი თუ უბრალოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრობთ?
_
რა ვიცი.. მე მგონი ორივე სრულიად ბუნებრივი გოგოები ვართ. ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ ის ახლა თავის ბოიფენდთანაა გადაბარგებული.
_ესე იგი ხშირად მარტო ხარ და ოქსანკა გიქარვებს მარტოობისგან გამოწვეულ ტკივილებს. რას მეტყვი თქვენს ფისუნიაზე?
_
ოქსანკა აუტანელი რამეა, მაგრამ ამ ბოლო დროს შემიყვარდა. ეტყობა შევეჩვიე. რაც მის გეგმებში შედიოდა აშკარად. (იცინის).
_სასმელთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
_
დადებითი. მაგრამ მირჩევნია სამზარეულოში გაზეთზე გაშლილ "ზაკუსკაზე" დათრობა, ვიდრე წვეულებებზე და კლუბებში.
_ესე იგი ეგრეთწოდებული "ბასიაკური" პურ-მარილი გიზიდავს. არსებითად რა განსხვავებაა ნასვამ ქეთას და ფხიზელ ქეთას შორის?
_
ნასვამი უფრო კარგად ვმართავ მანქანას. (იცინის)
_მე ხასიათი გკითხე.
_
არ ვიცი. მეგობრები ამბობენ რომ კარგი სიმთვრალე მაქვს და უფრო ნაკლებს ვჩხუბობ ვიდრე სიფხიზლეში. ალბათ ასეა. მე მგონი გაბნევთ ხოლმე ბატონო კორესპონდენტო.
_ერთი კითხვა მაწუხებს სულ. მე თვითონ უკვე ორი წელი ხდება რაც ფეისჯიზე ვარ დარეგისტრირებული. ათასი ჯურის ხალხი შემხვედრია. მათ შორის შენნაირებიც. სწერვებიც არიან. სულ პირველ გვერდზე არიან. ქედმაღლები და ზედაც არავის უყურებემ. არ გეგონოს რამეს ვერჩი ან რამეს ვსაყვედურობ. მათი ცხოვრებაა და როგორც უნდა ისე გამოიყენებენ. მათგან განსხვავებით შენ ჩვენისთანა გიჟებს დაუახლოვდი. კლუბში შემოხვედი. გაქვს თბილი და კარგი ურთიერთობა ზოგიერთ ჩვენგანთან. შეგვაყვარე თავი კლუბის წევრებს სენი უბრალოებით და რით დავიმსახურეთ შენი ყურადღება?
_
მეც თქვენნაირი ვარ და არაფერი განსაკუთრებული ჩემში არაა. სწერვობა და მთავარ გვერდზე ყოფნა არ ნიშნავს რო რამეთი უკეთესი ან უარესი უნდა ვიყო. კლუბს რაც სეეხება ძალიან მიყვარხართ. (იცინის)
_ჰოდა, მთლად იმათ რომ არ გევხარ მეც იმიტომ მიყვარხარ და პატივს გცემ. ახლა ეს სიყვარულის ახსნად კი არ მიიღო.
_
მე აქ არავინ მაპიარებს და მგონი ეს აშკარად ჩანს კიდევაც... ამდენად თუ პოპულარული ვარ ეს თქვენი... ჩემი მეგობრების დამსახურებაა.
_რამე თუ გინანია ცხოვრებაში შენი საქციელის გამო? ან პირიქით არის თუ არა რამე რითიც ამაყობ?
_
არა. არ მინანია... საამაყოც არაფერი ჩამიდენია. ხო ვამბობ ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ მეთქი? (იცინის) მე სულაც არ მინდა ვიყო განსაკუთრებული... თუმცა თუ გინახიათ ფილმი "გმირი". იცი ბევრჯერ მიფიქრია და ალბათ ეგეთ მომენტებში მეც დაუფიქრებლად შევაბიჯებდი იმ თვითმფრინავში.
_არ მინახავს. ფილმზე გამახსენდა. შენი ჰობის და გატაცებების სესახებ გვიამბე რამე.
_დასტინ ჰოფმანი და ენდი გარსია მთავარ როლში... ნახე კარგი ფილმია. ჰობი და გატაცება ჩემი სამუშაოა. ანუ ფოტოშოპი და ვირტუალური სამყარო.
_კარგი. დაგიჯერებ და ვნახავ. საყვარელი საჭმელი და სასმელი მითხარი.
_
სასმელი არაყი... უფრო ტეკილა და პერცოვკა... საჭმელი... ყველაფერს ვჭამ, მაგრამ არაყს მაინც სალა და თევზი უხდება. (იცინის)
_მოკლედ შენ ყველაზე სექსუალური ლოთი ხარ. სამზარეულოში ტრიალი თუ გეხერხება?
_
უკვე გითხარი დაქალთან ერთად სახელდახელოდ გაზეთზე გაშლილ ზაკუსკაზე... მაგ დონემდე კი... რამე სერიოზულ კერძებს არ ვეპოტინები. არ მიყვარს კეთება. (იცინის)
_სიგარეტთან და ნარკოტიკებთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
_ნარკოტიკებს უარი... სიგარეტს ვეწევი, მაგრამ იშვიათად.
_ლიტერატურა თუ გიყვარს?
_
კი. ბევრი მაქვს წაკითხული... უფრო ისტორიულ და დეტექტიურ ჟანრში.. ერთ დროს მისტიკაც მიყვარდა.
_რომელია შენი საყვარელი ავტორი და ბოლოს რა წაიკითხე?
_
საყვარელი ავტორი მარკესია... ბოლოს უმბერტო ეკოს "ვარდის სახელით"
_გასაგებია. რა მუსიკას უსმენ?
_
ძირითადათ შანსონს ფრანგულს... საყვარელი შემსრულებელი ედიტ პიაფია... ასევე ვაფანატებ ალიზიზე რატომღაც და შოპენი.
_არ შემიძლია რომ არ გკითხო. შენი თამამი ფოტოები შენი თავისუფალი ცხოვრების სტილს უსვამს ხაზს თუ გსიამოვნებს ზოგიერთების გაღიზიანება? თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ფოტოზე ღვთაებრივად ლამაზი ხარ.
_
არა... არავის გაღიძიანება არ მინდა... უბრალოდ მინდა გოგოები მიხვდნენ ერთ რამეს. თქვენი ფოტო თქვენი პიროვნების პიარია. სულაც არაა აუცილებელი გარეგნულად ქალღმერთს გავდე... კარგი ხარისხის Fოტო ყოველთვის დადებით ემოციას აღძრავს და სიმპატიას. ნუ გეშინიათ, შოპი ისწავლეთ და გახდით თქვენი თავის "პიარშიცები". (იცინის)
_ალბომში არ მიგულისხმია. ესე იგი ეს ფოტოები შენი არაა?
_
ჩემია. აბა ვინ ოხერისაა კაცო? (იცინის)
_ესე იგი შენი უზადო სხეულია. მომეშვა გულს.
_
უზადო ხმამაღალი ნათქვამია. თუმცა ეს სხეული დიდი ხნის ცურვის დამსახურებაა.
_რამდენი წელია რაც ცურავ და აქტიურ სპორტულ ცხოვრებას მისდევ?
_
11 წელია. უმაღლესი მიღწევა მე-3 ადგილია ქალაქის ჩემპიონატზე.
_მომილოცავს. უახლოეს მომავალში საქართველოში თუ აპირებ ჩამოსვლას და როდის?
_
ამ საკითხს არ ვიხილავ ჯერ. (იცინის).
_სიურპრიზს გვიწყობ?
_
არავის დავუპატიჟებივარ.
_თამო ხომ გეპატიჟებოდა?
_
ჯერ კონკრეტულად არ გვისაუბრია ამაზე.
_ჩამოთვალე საიტზე შენთვის საყვარელი ადამიანები.
_
ასეთი ბევრია და არ მინდა ვინმეს გული დაწყდეს უცებ რომ გამომრჩეს.
_მართალი ხარ. მარტო ერთი ნატვრის ასრულებას რომ დაგპირდნენ რას ინატრებდი?
_
ყველა ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ეყიდა სატამაშო. მისულიყო უახლოეს ბავშვთა თავშესაფარში და ერთი სააათი მაინც გაეტარებინა მათთან.
_ბუნებით ძალიან კეთილი ყოფილხარ. კიდევ ერთი შენი დადებითი თვისება გამოჩნდა.
_
მართლა მაქვს ეს ნატვრა და როცა რუსულ სოც ქსელში დავწერე დისკუსიები გამოიწვია. (იცინის).
_იმედი მაქვს გამოჩნდებიან ასეთი გულისხმიერი ადამიანები.
_
კი, ბევრმა მომწერა, რომ აუცილებლად მოიქცეოდა ასე.
_ამრავლოს ღმერთმა ასეთი ხალხი.
_კარგი იქნება.
_არის შენს ცხოვრებაში ვინმე იდეალი, რომელსაც ბაძავ რამეში?
_
არა. ჩემი იდეალი მე ვარ.
_და ბოლოს. რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდი?
_
რამდენსაც გინდა და უმეტესობა მე დაირინას მინი-კუპერთანაა დაკავშირებული... მე177 სმ ვარ და ირინა 180. ამდენად ჩვენი დილას ამ მანქანასი ჩაჯდომა უკვე კურიოზი იყო.. საყურებლად სამი კორპუსი გამოდიოდა აივანხე.
_მოკლე კაბები გეცვათ?
_
ხშირად. (იცინის)
_და დურბინტიანი ბერბიჭები ურცხვად გიყურებდნენ ხომ ერთ ადგილას?
_ალბათ... თუმცა როცა იკეცები, რომ კუპერში შეეტიო ეგ ყველაზე ნაკლებად განარვლებს. (იცინის)
_როგორ მოგეწონა ჩემი კითხვები?
_
ო... ნებისმიერ ყვითელ ჟურნალს დაამშვენებდა... ერთ-ერთ ეგეთში ვმოღვაწეობ ზუსტად. (იცინის)
_რომელიმეზე პასუხის გაცემა ხომ არ გაგიჭირდა?
_
არა... არაფერი არ ჩამიდენია ისეთი რასაც დავმალავდი. (იცინუის)
_დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში.
_
მერსი. (იცინის)










203 vaatamisi
 
Kommentaarid
kessaria 20.05.2011

damaintrigebeli satauri:)da interviu xom saertod:))))))))))kargia;))))))))))asea ra)nichi ar asvenebs adamianebs:)

aNeLa 20.05.2011

*LOL* *LOL*

tamrii 20.05.2011

არაჩვეულებრივია:))ორივეს ხასიათი და ნიჭიერება ჩანს კარგად,ყოჩაღ!!!!!!

irinee 19.05.2011

woow dz.saintereso korespodenti yopilxart:) ra gulaxdili gasaubreba iyo movixible :-) gansakutrebit ki natvrastan dakavshirebulma pasuxma momxibla...

ashlee-mako 19.05.2011

=-O =-O magariaaaa .. qetiii miyvarxar gijuniaaa :D

sopo-sopo 19.05.2011

*LOL* *LOL* *LOL* *LOL* ძალიან მომეწონაა *THUMBS UP* ორივე კარგები ხართ *IN LOVE* *IN LOVE*

kaxa80 kaxa80 19.05.2011

დიდი მადლობა *KISSING* *LOL*

tEk-100 19.05.2011

*THUMBS UP* :-{} es qetas

nino 19.05.2011

*YES* kiii *THUMBS UP* *THUMBS UP* *THUMBS UP*

kaxa80 19.05.2011

ერთი მძიმე არ გამოუყენებია ისე წერდა *LOL* *LOL* *LOL* *LOL*

TaTa 19.05.2011

=-O =-O =-O =-O me-3 adgili curvashi qalaqis chempionatze? =-O =-O gogoooo,aba me ra curva unda gaswavloo? *LOL* *LOL* *LOL* *LOL* *LOL* *LOL*

inusa 19.05.2011

oiih gramatikuliii shecdomebiaa dzaliaan bevriiiii..... statias aubraloobes ( sawyenad nu mivigeebt samomavlood uketesi rom iyos magito vtqvii) ertianobashii martlac momewonaa chagetvalaa *THUMBS UP* *THUMBS UP*

kaxa80 kaxa80 19.05.2011

ეგრე წერდა ქეთა და ყველაფერს ხომ არ შევცვლიდი მის ნაწერს? *LOL* *LOL* *LOL*

leilachka 19.05.2011

*LOL* *LOL* *LOL* *LOL* *THUMBS UP* *THUMBS UP*

agni121 19.05.2011

რა ძლიერი ჟურნალისტი გვყოლია face.ge=ზე არ ვიცოდი, ნუ რესპოდენტზე აღარაფერს ვიტყვი კი არა ვერაფერს იტყვის კაცი....
ისე ჟურნალის სახელწოდებაც მომეწონა ძალიან, კარგად ჟღერს
გარ(ე)შოკი :D
*THUMBS UP* *THUMBS UP*

kaxa80 kaxa80 19.05.2011

მადლობ *HI*

BUK100 19.05.2011

*LOL* *LOL*

sofasi 18.05.2011

ან ორივესი ერთად *LOL*

sofasi 18.05.2011

გადასარევი *JOKINGLY* ნეტა უარყოფითად ვინ შეგიფასა? :-$

kaxa80 kaxa80 18.05.2011

არვიცი. ან ქეთას მტერია ან ჩემი *JOKINGLY*

sofasi 18.05.2011

გავიგე ჰო კაცო მარა ამას ქეთა ხო არ დაგიწერდა შენ არ დაწერე აქ? :-$ *LOL*

kaxa80 kaxa80 18.05.2011

ერთიანად მე დავწერე. შენ ის მითხარი როგორია? :-)

sofasi 18.05.2011

ქეთის რა ვკითხო შენ დაგიწერია და =-O

kaxa80 kaxa80 18.05.2011

ეგ მართლა მისი პასუხებია. კითხვები კი ჩემი.

sofasi 18.05.2011

არ დაგეზარა ამხელა რამის დაწერა? =-O

kaxa80 kaxa80 18.05.2011

ეგ ქეთის ჰკითხე ხვალ :)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.