ვაი შენ წუთისოფელო... ეძღვნებათ ქეთას, ანელას და ტასუს
44, Gori, Gruusia

http://www.youtube.com/watch?v=gMhmDYSiGUA

ჩემო ძვირფასო თანაფეისელებო და ჩვენი ჟურნალის "ფეის-შოკის" ერთგულო მკითხველნო, ღაწვთა ფხაჭნითა და მუხლებზე ფორთხვით მინდა გაცნობოთ ეს მეტად სამწუხარო ამბავი. თუმცა მე რა ჯანდაბა და დოზანა მინდა მე უბედურს? იძულებული ვარ, რომ მე "ენა გასახმობმა" გაუწყოთ ეს ყველაფერი. სანამ საქმეზე გადავიდოდე პატარა წინა სიტყვაობას გავაკეთებ.
სათაურად მოცემული ლინკი შემთხვევით არ დამიდია. "ვაი შენ წუთისოფელო, დაგცადე ათასფერადაო..." მღერის მომღერალი. მეტად გულის ამაჩუყებელია, მაგრამ ჩვენ ქართველებმა გზა ხომ მას მერე უნდა დავინახოთ ხოლმე როცა ურემი გადაბრუნდება? რატომ ვერ ვამჩნევთ ადამიანები სანამ ჩვენს გვერდით არიან რა კარგები და ძვირფასები არიან ჩვენთვის? მერე რატომ აკლდებათ ხოლმე ჩვენს გულებსა და თვალებს მხოლოდ მაშინ როცა ჩვენგან მიდიან? რატომ ვტკენთ გულს ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს და საძულველებს _ პირიქით, პატივისცემითაც კი ვეპყრობით? ამ ისედაც მოკლე წუთისოფელში რატომა ვართ დაკავებულები მხოლოდ ერთმანეთის ნერვების მოშლითა და სისხლის წოვით? იკითხავს ახლა რომელიმე ამის წამკითხავი: "მე რა შუაში ვარ ბატონოო?", "ეგ მე არ მეხებაო" მართალი ხარ, რა შენი ბრალია... შენ წარმოიდგინე არც მე ვარ შუაში და არც სხვა, მაგრამ ყველა ერთად აღებული მაინც შუაში გამოვდივართ. ხასიათი და გამძლეობა ყველას სვადასხვანაირი გვაქვს. ზოგს ცოტა უშლის ნერვებს, ზოგს კი - რაც არ უნდა უქნა ძნელად თუ გამოიყვან მდგომარეობიდან. ძლიერი ნებისყოფის ადამიანები არიან და მათი წყენა ფაქტიურად წარმოუდგენელია. მაგრამ რისი ხალხი ვართ ქართველები ეს რომ ვერ მოვახერხოთ? "შევძელით" და სწორედ ისეთს ვატკინეთ გული ვისთანაც ამის გაკეთება წარმოუდგენელი იყო. გაიგეთ? ქეთა წავიდა საიტიდან. ამასაც ვაწყენინეთ. აფერუმ ჩვენს მოხერხებულობას. გოგოს ამენი რამე უნახავ და გამოუცდია ცხოვრებაში ჩვენ რითი უნდა გაგვეკვირვებინა? მაგრამ მაინც მოვახერხერთ და ვუპოვეთ სუსტი წერტილი. მიზეზი მისი წასვლისა ისაა, რომ სურათი აუტვირთეს და მერე ისევ წაუშალეს. მე ვნახე ის სურათი და წასაშლელი საერთოდ არაფერი არ ჭირს. არადა სულ მეხვეწებოდა ქეთა, ჩემ ადნოს მოგცემ, ჩემს ფეისბუკს მოგცემო... რა ჯანაბად მინდა მეთქი. - ვიძახდი. ჩემიც ოხრად მრჩება თვითონაც 9 ფეისბუკი მაქვს. თურმე რა სდებია გულში. წასვლის წინ დამიტოვა და ვისაც მე ვუყვარვარ და ვენატრები ყველას გააგებინეო და აგერ ვდებ ერთსაც და მეორესაც.

Qeti Revia-facebook

Kiti Photoshofer.-odnoklassniki
სკაიპიც მქონდა მისი, მაგრამ დავკარგე მე უბედურმა. რატო თავი არ დავკარგე ნეტა? თუმცა ისე ვარ აფორიაქებული ამასაც როგორ გწერთ ისიც მიკვირს.
მარტო ქეთას წასვლა არ გვაკმარა განგებამ და საიტის ორი საუკეთესო წევრიც მიყვა უკან (ეჰ საიტო, შენ ვინ მოგცა წევრი დასაკარგავი?). ანელამ და ტასუმაც დაგვტოვეს. თუმცა არც მიკვირს, ქეთა მაგათი კეპი იყო და ყველაფერში იმას ბაძავდნენ (მადლობა ღმერთს, რომ მთლად ყველაფერში არა). მაგრამ გეკითხებით ხალხო, გაქანებული კოპა ამერიკა მიდის არგენტინაში და ახლა ამის დრო იყო? ფეხბურთს ვეღარ ვუყურებ. ნერვები აღარ მაქვს ისეთი თავზარი დამცა ამათმა წასვლა. ქეთაააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!! ეს რა გაგვიკეთე გოგოოოოოოოოოო?! ან ამ უბედურებს რა ღას ერჩოდი თან რო მიგყავდააააააააააააააააა?! თუმცა რასაც გინდოდა იმას აკეთებინებდი და მოგბაძეს კიდეეეეეეეეეეეეც! რაღა ვქნათ ახლა აქ დარჩენილებმა შენი კონკურსების გარეშე? ანდა რა ოხრად გვინდა ეს ჟურნალი? როგორ გადავიტანოთ თქვენი წასვლა? რა ბრძნულად აქვს დიდ შოთას ნათქვამი:

"ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგა მაგრამ არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა." ...
P.S. ბოლოს ერთი რაე მინდა გთხოვოთ. ამათ წასვლას ისე ხომ არ დავტოვებთ? პატარა პურმარილი ხომ უნდა ამ ყველაფერს? ჰოდა, ვისაც რამდენი სოლის შესაძლებლობა გაქვთ ჩემ ექაუნთზე გამოგზავნეთ. წინასწარ დიდი მადლობა. :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD


68 vaatamisi
 
Kommentaarid
TaTa 13.07.2011

კიიი... 8-) მტრების ჯინაზე :-P :D :D :D :D :D

kaxa80 kaxa80 13.07.2011

შენ დაბრუნებას გაუმარჯოს! *DRINK* *DRINK* *DRINK*

TaTa 13.07.2011

გეგონა არ დავბრუნდებოდი? 8-) რა არის ეს? :D :D :D

kaxa80 kaxa80 13.07.2011

დაბრუნდი? =-O *YAHOO* *YAHOO* *YAHOO* *YAHOO*

daxe1965 11.07.2011

ვინ დაგვტოვა? აბა ქეთა რომელია?...

kaxa80 kaxa80 11.07.2011

qitiqeti

aNeLa 11.07.2011

aa ki xo iq var mgoni kai wavedi da gaixaret ra ro gaxsovart:* kitim mogikixxaa wave

kaxa80 kaxa80 11.07.2011

ქეთიმ იცის სადაც უნდა მნახოს, კარგად :)
ამაზე გეუბნეოდი http://myphotostar.ge/index.php?action=photo_sr&id=8796&vote=1&code=676d9f5986c45ab47385b498252b5f2f#

aNeLa 11.07.2011

romelshi kaxa?:D

kaxa80 kaxa80 11.07.2011

ხმა მომეციო რო მთხოვე

aNeLa 11.07.2011

kaxaa exla odnoze informeisheni mivige jer me davtove saiti ..meore dges ki ganrisxebulma qetim shemtyobina rom dabola eqaunti imito ro surati daublokes da sikoebi iyvnen mere me vutxari mec davbloke ogond wina gamestqo shen mainc ra getakao mkitxra ganrisxebulma ...mombezrdatko..ai es iyo chemi komentarebi da givardebit welshi gvaxsovxart da ravici mec maq facebook chemebma damimatet tu gindat nuki anuki miyvarxart s bogam :D %)

kaxa80 kaxa80 11.07.2011

გაიხარე ანელა. იმ კონკურსში ხომ ხარ ისევ?

natomari 10.07.2011

სადამდე მიიყვანეს გოგო (6) (6) (6) (6) (6) (6)
მართალია წუთისოფელში ერთმანეთის გულს ვტკენთ და საღამოს შინ მისულები მშვიდი სინდისით ვიძინებთ :'-( :'-( :'-( :'-( :'-( :'-(

kaxa80 kaxa80 10.07.2011

აბა აბა :)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.