მე მაშინ მოვალ, როცა ძლიერ
მოგენატრები
და გული შენი ნაზ გრძნობებში
ცრემლად მეღვრება,
მაშინვე მოვალ შორი გზიდან
დაღლილი გრძნობით,
და შენს სხეულზე დავიღვრები
გრძნობის ამბორად.
მე მაშინ მოვალ, როცა გული
მომიხმობს შენი,
უჩემობა რომ შეგაწუხებს,
ვნებებს აგიშლის,
მაშინ მოვალ, დაგიკოცნი ლამაზ
ტუჩებს და
მე გაგიხდები გასაღები გულის
კარების.
ბევრი გეძებე, შენი თვალთა
შუქი მომაკლდა,
ჩემს ოცნებებში მოგეფერე,
ჩემთან იყავი,
ხვალ კი დაღლილი ოცნებებში
შენი ალერსით,
ისევ მოგძებნი, არ გაგიშვებ,
ჩემი იქნები.

2 vaatamisi
 
Kommentaarid
Nik 23.02.2022

es leksi sheni dats’erilia?

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.