* * *
გუშინ სიხარულმა დამამუნჯა,
რწმენით გამინათა მარტოსული,
იები შემომხვდა ბღუჯა – ბღუჯა
ხევში, სიპ ლოდებზე ამოსული.
ვიწამე ზღაპარი სინამდვილედ,
იმედით ავივსე მარტოსული,
მას შემდეგ ცხოვრებას მიადვილებს
იები, სიპ ლოდზე ამოსული!
Kommentaare veel ei ole. Lisa kommentaar, ole esimene!
Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!