თოვს....
110, Santa Elisabetta, Itaalia

თოვს,
მარტმა ამინდი არია.
შენ გავხარ ღვთისმშობელს -
მარიამს!
არ გინდა არცრა სამკაული,
გუნდა – ლახუსტაკი
და უმარილი
შენა ხარ პატარა სასწაული
ციდან ჩამოსული სტუმარივით.
შენს თმებს
ველური ვარდისა და
მთის თაფლის ნაზი სურნელი აქვს,
ცოტა შეიფერთხე დარდისაგან,
მაგაშიც ეშხი ურევია!…
თოვს ….
ხანდახან წვიმას გამოურევს,
მარტი გიჟია და სულელია,
ადამიანს დარდს რა გამოულევს,
ჭკუათმყოფს დარდი ულევი აქვს!
თოვს , თოვს….

რეზო ამაშუკელი

6 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.