Sony Playstation 2-ის წარმოება შეწყდა იაპონიაში
110, Santa Elisabetta, Itaalia

Sony სადაცაა გამოუშვებს ახალ Playstation 4 -ს, რამდენიმე თვე შესრულდა რაც გაყიდვაში გამოვიდა განახლებული ულტრა-თხელი PS3 და ალბათ დრო მოვიდა რომ PS2-ის წარმოება შემწყდარიყო. აქამდე უამრავ თქვენგანს სჯეროდა, რომ ხსენებული კონსოლი დიდი ხანია აღარ იწარმოებოდა, თუმცა რეალურად ეს არ შეესაბამება სიმართლეს. იაპონური ვებსაიტის მიხედვით, PS2-ის წარმოება რეგიონში ოფიციალურად სწორედ დღეს შეწყდა. გარდა ამისა, იაპონურმა საიტმა Famitsu-მ ასევე დაამატა, რომ ხსენებული კონსოლის გაყიდვა/ტრანსპორტირება დასრულდება, მაშინ, როდესაც იაპონიაში PS2-ის კონსოლების რესურსი ამოიწურება და აღარ მოხდება მისი შევსება. ერთის მხრივ სამწუხარო ამბავი, მეორეს მხრივ კი ტკბილი მოგონებები, რომელიც PS2-თან გვაკავშირებს, უკვე 12 წელია ხსენებული მოდელი გმირულად გვემსახურება და მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 150 მილიონი ერთეულია გაიყიდა, აღიარებულ იქნა, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი კონსოლი ისტორიაში. ჯერჯერობით არ არის ცნობილი შეწყდა თუ არა გაყიდვა სხვა რეგიონებში მსოფლიო მასშტაბით, თუმცა მისი წარმოების შეწყვეტა იაპონიაში უკვე მიუთითებს გლობალურად კონსოლის წარმოების ბოლოზე, შესაბამისად, თუკი გსურთ არსებული კონსოლი სამახსოვროდ, ტკბილი მოგონებების თუ რაიმე კონკრეტული თამაშის ხათრით იქონიოთ, სასწრაფოდ შეიძინეთ იგი.

8 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.