19.10.2011
შენ
46, Tbilisi, Gruusia

შენ თვალებიდან აპრილი გცვივა

იღვიძებს დილა რძისფერი კაბით

წელმოწყვეტილი იები მტკივა

შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი

წუხელის წვიმამ დატბორა გზები

და აჩრდილივით გეძებდი ქარში

შენ თვალებიდან გცვივა იები

და გაზაფხული გიფეთქავს ტანში

იასამნებად გეტყობა წლები

დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი

მინდა გიყურო შორიდან გზნებით

მინდა მოვიკლა ასე წყურვილი

მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით

მარტმა ფიქრები ისევ არია

მიყვარხარ - ამას ნუ მეკითხები

თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან

5 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.