ის მახსოვს ვინც მტერია,
(ვსაუბრობ უცნობ კაცთან)
ეს ლექსი - მისტერია,
და სასიკვდილო განცდა.
მე ვსდუმ როგორც მუმია,
ალბათ სიცოცხლე არ ღირს,
და ეხლა სიჩუმეა
მიტოვებული ბაღის.
დღეს კარგი ტაროსია
მივსდევ ოცნებას დაღლილს.
ირგვლივ კვიპაროსია
გარდა ცისფერი სახლის.
ეს თვალი მსურველია
კიდევ დაღვაროს ცრემლი.
და ირგვლივ სურნელია
აყვავებული ტყემლის.
ის მახსოვს ვინც მტერია
(ვსაუბრობ უცნობ კაცზე)
ეს ლექსი - მისტერია
და სასიკვდილო განცდა...
Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!