ქროდა და ფოთლები მათოვდა
50, Tbilisi, Gruusia

ქროდა და ფოთლები მათოვდა

მომდევდა ტკივილი, წყენა.

ველოდი მზის ჩასვლის დადგომას,

და არა შენ გამოჩენას.

ანგელოზს ფარულს და უხილავს

თითქოს არ ელოდა სული.

ფერიავ მოსულო მწუხრიდან

კვლავ ამისხივოსნე გული.

ფოთლები ცვივა და ქარია,

შენ ლოცვას მივანდობ ღამეს,

ჩუმ ღამეს ნაზსა და მთვარიანს

გავუღებ გრძნობათა კარებს.

მოვისვრი უფსკრულში ტკივილებს,

სევდას და შხამიან ნაღველს

და შენ გულს ჩემ გულად მივიღებ

დავხატავ მაგ მბრწყინავ სახეს.

შენ სუნთქვას შევხვდები ეული,

ცხრა ზღვიდან მონადენ ნიავს

ჩავიკრავ გადარეული

მცხუნვარეს, მწველსა და მზიანს

1 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.