იურისტების აზრი მაინტერესებს ეს კანონიერი გადაწყვეტილებაა?
61, Batumi, Gruusia

საქართველოსმთავრობის დადგენილება 489

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის მომსახურების საფასური, მისი განაკვეთი და გადახდის წესი

მუხლი 1. საფასური და მისი განაკვეთი

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „112“‑ის (შემდგომში – 112)მომსახურებისსაფასურის (შემდგომში – საფასური) გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტები (შემდგომში – აბონენტი).

2. საფასური (დღგ‑ის ჩათვლით) შეადგენს:

ა) ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა:

ა.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს;

ა.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის– 0.50 ლარს;

ბ) მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტებისთვის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა:

ბ.ა) ფიზიკური პირისთვის – 0.20 ლარს;

ბ.ბ) იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის, დაწესებულებისთვის – 0.50 ლარს.

3. ფიქსირებული გეოგრაფიული და არაგეოგრაფიული ზონის სააბონენტო ნომერზე საფასური გადაიხდება:

ა) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც ხდება სააბონენტო გადასახდელის დარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში ერთხელ მაინც იყო ორმხრივად ჩართული;

ბ) სააბონენტო ნომერზე, რომელზეც არ ხდება სააბონენტო გადასახდელისდარიცხვა და კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა;

გ) სატელეკომუნიკაციო მომსახურების პაკეტის შეძენისას ან სარგებლობისას, თუ ამ პაკეტით მიწოდებული სააბონენტო ნომრის მეშვეობით კალენდარული თვის განმავლობაში მოხდა ფასიანი მომსახურების შეძენა ან ფასიანი მომსახურებით სარგებლობა.

4. ამ მუხლის მე‑2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება თითოეულ სააბონენტო ნომერზე, რომელზეცკალენდარული თვის განმავლობაში ჯამში მოხდა 5 ლარზე მეტი ღირებულების მომსახურების შეძენა ან მომსახურებით სარგებლობა.

5. საფასური არ გადაიხდება სააბონენტო ნომერზე, რომელიც გამოიყენება საკონტროლო‑სალარო აპარატებში.

6. სააბონენტო ნომრების პორტირების შემთხვევაში საფასურის დარიცხვა ხდება ცალ‑ცალკე პორტირებამდე და პორტირების შემდგომ პერიოდის მიხედვით.

9 vaatamisi
 
Kommentaarid
MATA-XARI 27.01.2012

70-იან წლებში ამერიკაში კალიების შემოსევისგან მოსახლეობამ თავი დაიცვა კალიამჭამელი კალიის ჯიშის გამოყვანით. ანუ, იქნებ, დროა კანონს ბუმერანგი ვაჩუქოთ: ასე მაგალითად ყველამ ვისაც მობილური თუ სტაციონარი ტელეფონები გვაქვს ყველა ნომრიდან 1თებერვლიდან (თარიღი როცა ჩამოგვაწერენ ამ კანონით თანხებს) დღეში ერთხელ დავრეკოთ ნომერზე #112 მიზეზით ან უმიზეზოდ, ან წინადადებით - "ვრეკავ იმიტომ, რომ ამ მომსახურების მექვითება". დგეში 2მლნ.-მდე აბონენტი რო დარეკავს, არა მგონია ეს კანონი შსს-თვის "მომგებიანი" აღმოჩნდეს!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.