gagrdzeleba ....
35, Tbilisi, Gruusia

ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
..ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და
ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...
..ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...
`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~
ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს
უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს
თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ
ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...
`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო
რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~
საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა
დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...
თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...
`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორის
ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,
მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია
ახლოს და დაჯდა...
..ერთხანს დუმილს უსმენდნენ...
..თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს...
..ბოლოს დაირღვა სიჩუმე...

23 vaatamisi
 
Kommentaarid
morphius 13.08.2011

kargia :)

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.