netav rad tiris..
35, Tbilisi, Gruusia

ნეტავ რად ტირის ასე მალულად პატარა ია?
მის ლამაზ სახეს ეს ცრემლები რატომ აყრია? ნუთუ საბრალოს აწყენინა ამ დილის ცვარმა?! იქნებ ალერსი ვერ მოზომა– უხეშმა ქარმა?! ალბათ თვალები აუცრემლდა ნისლის ბურუსში, ან სიყვარულმა გაიელვა პატარას გულში?! მართლაც უმანკო სათნოების მქონე ყვავილი, საოცრებაა დამიჯერეთ– ქვეყნად ნამდვილი!თქვენთვის თბილ სიტყვებს არ დავიშურებ-ათას ფერებით, ნება მომეცით, პატარა იავ - მოგეფერებით!!!

0 vaatamisi
 
Kommentaarid

Kommentaare veel ei ole.
Lisa kommentaar, ole esimene!

Päevikud
Päevikute uuendamine toimub iga 5 minuti tagant.